ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი.
ასოციაცია ჰერა ХХI-ს თანასწორ–განმანათლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ახალგაზრდების სწავლების პრინციპების პრაქტიკული მხარეების შესახებ და გაეძლიერებინათ მათი შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარების კუთხით.
გარდა თეორიული ცოდნის გადაცემისა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ აქტივობას და სიტუაციურ ამოცანას, რომლის მიზანი იყო მომავალი თანასწორ–განმანათლებლებისთვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
მოგეხსენებათ, ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ–განმანათლებელთა გუნდს წელს 13 ახალი წევრი შეემატა, რომელთაც 27, 28 და 29 აპრილს „ჰერა XXI“-ის თანასწორ–განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებე.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ–განმანათლებლები ყოველწლიურად ატარებენ საინფორმაციო–საგანმანათლებლო სესიებს მათივე თანატოლებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.