ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ განმანათლებელთა გუნდს 13 ახალი წევრი შეემატა

20 და 21 მაისს თბილისში თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგი იმ 13-მა ახალგაზრდამ გაიარა, ვინც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების მეშვეობით.

🔹სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ის საკითხებია, რაზეც მონაწილეებმა მოწვეული ტრენერისგან, ინა ჟირარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
🔹ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა: განიხილეს შემთხვევები როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მაგალითზე, ითამაშეს როლური თამაშები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დასამსხვრევად და დასახეს ის სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც სხვებს გაუზიერებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
🔹ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა თანასწორ განმანათლებელთა სერთიფიკატები მიღეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.