ასოციაცია ჰერა XXI-მა ჩაატარა საპილოტე კვლევის შედეგების პრეზენტაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, 26 სექტემბერს „ჰერა XXI“-მა ჩაატარა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო უახლესი საპილოტე კვლევის შედეგების წარდგენა და კვლევასთან მიმართებით ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება.
აღნიშნული კვლევა შეეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლში ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის დანერგვისთვის საჭიროებების შესწავლასა და მზაობის შეფასებას.შეხვედრას ესწრებოდენენ წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელი პირები და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიწმოდებელი ექიმები.
🔊საპილოტე კვლევა და შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება ფართომაშტაბიან კვლევას, რომელსაც “ჰერა XXI”-ი ჩაატარებს პირველადი ჯანდაცვის რგოლში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით არსებული სიტუაციის შესაფასებლად და საჭიროებების გამოსავლენად.
📢 26 სექტემბრიდან „ჰერა XXI“-ს ორგანიზებით, დაიწყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
#რეპროდუქციულიჯანმრთლობისკვირეული #ჰერაXXI