თარიღი:
08/06/2018
ასოციაცია „ჰერა XXI“-მა მონაწილეობა მიიღო განათლების და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მოხალისეობის გამოფენაში
31 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა მოხალისეობის გამოფენა/ფორუმი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია „ჰერა XXI“-მა სხვა 30 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად.
„ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები დამთვალიერებელ ახალგაზრდებს ესაუბრნენ მოხალისეობის როლზე როგორც თავად ახალგაზრდების პროვნული განვითარების, ისე ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში. ღონისძიების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ასოციაციის მოხალისეთა ბაზა.
0