ასოციაცია “ჰერა XXI” იწყებს კვლევის მეთოდოლოგიური ტრენინგისთვის მონაწილეთა შერჩევას
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს მონაწილეთა შერჩევას კვლევის მეთოდლოგიური ტრენინგისთვის!
გახდი „ჰერა XXI“-ს მკვლევართა ჯგუფის წევრი!
ვიწვევთ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან რეპროდუქციული ჯანმრთელობით და სურთ მიიღონ მონაწილეობა კვლევებში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/SLAHkT
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (სოციოლოგია, სოციალური მუშაობა) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით?
🔹 შეისწავლის კვლევის მეთოდოლოგიურ ნაწილს;
🔹 შეისწავლის კვლევის დიზაინის შექმნას, მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას’
🔹 მკვლევარისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ თავად ჩაატარონ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები და მიღებული ცოდნა გაუზიარონ თანატოლებს დედაქალაქისა და რეგიონების უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა თუ სკოლებში.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 აპრილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე moxalisehera@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 14 28 53.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.hera-youth.ge