ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით გაიმართა პარტნიორული შეხვედრა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხებზე
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, 28 სექტემბერს ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით გაიმართა პარტნიორული შეხვედრა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხებზე.
➡️შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის საქმიანობის წარდგენას სქესობრივი განათლების მიმართულებით და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლების საკითხების მიმართ პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
📢შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ორგანიზაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები, მათ შორის ასოციაცია ჰერა XXI-ის მიერ ჩატარებული მშობლების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულებებისა და საჭიროებების კვლევის შედეგები, დამსწრე აუდიტორიას ასევე წარედგინა ასოციაციის მიერ შემუშავებული დისტანციური ელექტრონული სწავლების პლატფორმა, მათ შორის სასწავლო კურსი სკოლის ექიმებისთვის “მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა”, რომელიც აკრედიტირებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სისტემაში.
📍შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები, სკოლის ექიმები და მშობლები.
#რეპროდუქციული_კვირეული #ჰერაXXI #Reproductive_Health_Week#HERAXXI