ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ განმანათლებლების ტრენინგები ახალგაზრდებთან

2017 წლის მიწურულს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ განმანათლებლებმა ჩაატარეს ტრენინგები მათივე თანატოლებისთვის – მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. 

● 4 რეგიონი,
● 8 თანასწორგანმანათლებელი,
● 22 ტრენინგი,
● ასობით გადამზადებული ახალგაზრდა!

ტრენინგების ფარგლებში, რომლებიც გაიმართა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე ჯავახეთში, ახალგაზრდებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა, რეპროდუქციული უფლებები, ნაადრევი ქორწინება -გამომწვევი მიზეზები, შედეგები და პრობლმის მოგვარების გზები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის შესაძლებლობები და ა.შ.

გამოცდილებამ, რომელიც ორგანიზაციას ახალგაზრდებთან მუშაობით წლების განმავლობაში დაუგროვდა, აჩვენა, რომ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესების საუკეთესო წყარო მათივე თანატოლებია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალგაზრდა ლიდერების გადამზადებასა და მათ ლიდერ-აქტივისტებად ჩამოყალიბებაზე.