თარიღი:
22/06/2018
ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი
ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციის სამუშაო თემატიკის შესაბამისად, იმუშავებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ კვლევებზე.
ჯგუფი შედგება სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ჩაუტარდათ ოთხ დღიანი ტრენინგი თემაზე: შესავალი სოციალური კვლევის მეთოდებში, სადაც მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, საველე სამუშაოების სპეციფიკა, ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ და სხვა. ტრენინგები, გარდა თეორიული ნაწილისა, მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს – სიტუაციურ ამოცანებს, ჯგუფურ სამუშაოებს, დისკუსიებს და ა.შ.
0