ასოციაცია „ჰერა XXI-ის“ თანასწორ-განმამათლებლებმა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია

 3 აგვისტოს, ასოციაცია „ჰერა XXI-ის“ თანასწორ-განმამათლებლებმა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია. შეხვედრაზე ცენტრის წევრებს გავაცანით ორგანიზაციის საქმაინობა და მოხალისეობის შესაძლებლობები. ასევე, აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად – 13-16 წლის გოგონები – ვისაუბრეთ მოზარდობასა და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებებზე, სქესობრივი განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზოგადად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

 გოგონების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ჰერა XXI“-ის მიერ შემუშავებულმა ელექტრონულმა სასწავლო-კურსმა თანასწორ განმანათლებლებისთვის (რომელიც განთავსებულია სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე Ehera.ge) და ჩვენმა ერთ-ერთმა სერვისმა – რეპროდუქტოლოგთან ონლაინ-კონსულტაციის შესაძლებლობამ.

 აქტივობა განხორციელდა „ჰერა XX“-ის პამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“