ასოციაცია “ჰერა XXI” იწყებს ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის მონაწილეთა შერჩევას

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს  მონაწილეთა შერჩევას ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის (TOT)!

გახდი „ჰერა XXI“-ს თანასწორ განმანათლებელი!

ვიწვევთ აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გახდნენ თანასწორ-განმანათლებლები.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/8gmKiy

უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით?

🔹 ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ;

🔹 ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ;

🔹საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;

🔹 ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ თავად ჩაერთონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებში და მიღებული ცოდნა გაუზიარონ თანატოლებს დედაქალაქისა და რეგიონების უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა თუ სკოლებში.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე moxalisehera@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 14 28 53.

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.hera-youth.ge