ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს ტრენერ/კონსულტანტის შესარჩევად
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მოწვეული ტრენერ/კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია–მოვალეობანი:
არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებისა და მომავალი ტრენერებისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგ მოდულის შემუშავება.
ტრენინგის გეგმის შედგენა და ქ. თბილისში სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე თემატიკური ტრენინგის ჩატარებაა;
შესრულებული სამუშაოს დეტალური ანალიტიკური/შეფასებითი ანგარიშის მომზადება;
ტრენინგის მიზანი:
სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე თემატიკური ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებსა და მომავალ ტრენერებს თემატიკური ცოდნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხების შესახებ იმ ფორმით, რომ მათ შეძლონ აღნიშნული საკითხების სწორი აქცენტებით და მიზანმიმართულად მიწოდება სამიზნე აუდიტორიისთვის.
კონსულტანტ – ტრენერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
**მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაბამის დარგში, რომელსაც აქვს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგ მოდულების შემუშავების და ტრენინგების ჩატარების მინიმუმ ხუთწლიანი (5) გამოცდილება;
** ანალიტიკური/შეფასებითი ანგარიშების მომზადების მინიმუმ სამწლიანი (3) გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში მუშაობის ან თანამშრომლობის გამოცდილება.
**ფლობდეს ცოდნას ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების და თანამედროვე ტენდენციების შესახებ.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
აუდიტორიის მართვა;
სწრაფი რეაგირების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარჩვევები;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
CV- რეზიუმე (2 რეკომენდატორის მითითებით);
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის ან ტრენერის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამოტივაციო წერილი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი – გასაუბრება;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 2018 წლის 4 ივნისამდე, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@heraxxi.ge