ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩაატარა სესია ახალგაზრდებისთვის
26 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია რეპროდუქციულ ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების საკითხებზე.
სესიის ფარგლებში, ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები და ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერები, ლელა ვარდიძე და მაკა ჩილინგარაშვილი, დამსწრე სტუდენტებს ესაუბრნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და მათი პრევენციის შესაძლებლობებზე.
💠აუდიტორიის აქტიურობამ კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე თავისუფალი და მეგობრული სადისკუსიო სივრცეების არსებობა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ახალაგზარდებმა სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ ჰერა XXI-ის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ საქმიანობებში აქტიურად ჩართვის.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც, სწორედ 26 სექტემბერს, კონტრაცეფციის მსოფლიო დღეს დაიწყო. კვირეულის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი.
#HERAXXI #თბილისისახალგაზრდულიცენტრებისგაერთიანება