ასოციაცია „ჰერა XXI“ აცხადებს ექთნების შესარჩევ კონკურსს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ტრენინგის დასახელება: რეპროდუქციული ჯანმრთელობა საექთნო პრაქტიკაში
ტრენერი: მაკა გეგეჩკორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე
ტრენინგის ჩატარების დრო: 8-9 სექტემბერი
მონაწილეთა რაოდენობა: 12 ექთანი
ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ბებიაქალები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები
ტრენინგის ღირებულება: ტრენინგი არის უფასო
ტრენინგის მიზანია: მსმენელმა მიიღოს ან განაახლოს ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე კომპეტენციის ფარგლებში.
შერჩევის კრიტერიუმები: მსმენელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საექთნო საქმე, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
განაცხადი გასაკეთებლად გთხოვთ, გამოაგზავნოთ HR@HERAXXI.GE–ზე შემდეგი დოკუმენტები:
- დიპლომი
- პირადობის მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია/СV
- სამოტივაციო წერილი
გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ არაუგვიანეს 3 სექტემბრისა.