ასოციაცია “ჰერა ოცდაერთი” მჭიდროდ თანამშრომლობს სამედიცინო კლინიკებთან

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში, ასოციაცია “ჰერა ოცდაერთი”-ს სტრატეგიული მიმართულებებია: ოჯახის დაგეგმვა, უსაფრთხო აბორტის მაღალხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
აღნიშნული მიმართულებით მიზნების მიღწევისთვის ასოციაცია “ჰერა ოცდაერთი” თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების (იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი) სამედიცინო პარტნიორ კლინიკების მუშაობას, რათა მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებს) ხელმისაწვდომი გახდეს მაღახარისხიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები.
გარდა ამისა, ასოციაცია თანამშრომლობს: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან- რეპროდუქციული ჯანმრთლობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში და სთავაზობს
აკრედიტებულ, ინოვაციურ დისტანციურ სასწავლო პროგრამებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მიმწოდებლებს.
ასევე ორგანიზაცია თანამშრომლობს აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტოსთან, ააიპ „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“,
შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრთან „ ბიჭვინთა“.

ასოციაცია “ჰერა ოცდაერთი“ მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და ერთობლივი ოცწლიანი მუშაობისთვის, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა ამა წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიების პანელურ დისკუსიაში მათი მხიდან მონაწილეობით.