ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის” და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი გოგონათა ბანაკი, SELF დასრულდა
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისა” და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, SELF-ის, აღმოსავლეთის ნაკადიც. ამჯერად, ორგანიზაციას წარადგენდნენ ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები და ახალგაზრდული ჯგუფის წევრები Nino Ugulava, Tamta Kakhaberidze და Maka Chilingarashvili.
ბანაკის ხუთი დღე, დასავლეთის ნაკადის მსგავსად, სავსე იყო ნაყოფიერი და საინტერესო საგანმანათლებლო სესიებით, სპორტული თამაშებით, მხიარული და შემოქმედებითი აქტივობებით. მოზარდი გოგონებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ასაკობრივ პრობლემებსა და სხვა, მათთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციას იღებდნენ მეგობრულ, სანდო და მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში.
ბანაკის მონაწილე გოგონების გამოხმაურებებმა და შეფასებებმა, ასევე, სესიების დროს გამართულმა დისკუსიებმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგონების ინფორმირება და მათი მხარდაჭერა.
მადლობას ვუხდით ბანაკის თითოეულ მონაწილეს! მათი სახით ასოციაცია „ჰერა XXI“-ის მოხალისეთა გუნდს ბევრი აქტიური ახალგაზრდა შეემატა.