ასოციაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი რეგიონულ ახალგაზრდულ ჯგუფს შეხვდა ქ. ახალციხეში.
2 ივნისს, ასოციაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი მაკა ჩილინგარაშვილი ეწვია ორგანიზაციის რეგიონულ ახალგაზრდულ ჯგუფს ქ. ახალციხეში.
ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული მიმართულებების მუშაობის სპეციფიკაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე, ახალგაზრდულმა ლიდერმა ჯგუფს გააცნო ჯგუფის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, რის საფუძველზეც ახალციხის ჯგუფი დაგეგმავს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებზე ორიენტირებულ აქტივობებსა და კამპანიებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდების გააქტიურებას და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას, ადგილობრივი ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით, ასოციაცია ჰერა XXI-ის ახალგაზრდული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ საქართველოს დედაქალაქში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში.
მადლობას ვუხდით, ახალგაზრდული ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც დაინტერესებულია „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებში ჩართვით და ახალციხის ახლგაზრდულ ცენტრს თანამშრობლობისთვის.