ასოციაიცა „ჰერა XXI“-მა დაიწყო ახალგაზრდული კამპანიების ჩატარება
📎ასოციაიცა „ჰერა XXI“-მა აგვისტოს პირველივე დღეებიდან დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“
📎კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები ჩატარდება, 12 აგვისტოს – ახლგარზდების საერთაშორისო დღეს კი შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდება, რომელიც 3 ქალაქში – თბილისში, ახალციხესა და ხობში – ერთდროულად გაიმართება.
📎სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, 3 აგვისტოს, „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლები ეწვივნენ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმსიაწვდომობაზე. განიხილეს ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდენი ინფეციები და მათი პრევენციის გზები და ა.შ.
📎ამავე დღეს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, ჩვენი ახლაგაზრდული ჯგუფის წევრებმა და აქტივისტებმა წინასწარ მიულოცეს ახალგაზრდების საერთაშორისო დღე ახალგაზრდებს და ესაუბრნენ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში „ჰერა XXI“-ის დაგეგმილი აქტვობების შესახებ.