თარიღი:
25/12/2019
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების პროგრამის ფარგლებში.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების კომპონენტის შესრულება;
- მიზნობრივი ჯგუფების კონსულტირება და გადამისამართება საჭიროებისამებრ რეფერარული რუკით გათვალისწინებულ სახელმწიფო და პარტნიორი ორგანიზაციების სერვისებზე;
- განხორციელებული ღონიძიებების მონიტორინგი და შეფასება, შედეგებზე დაფუძნებული საქმიანობის გაუმჯობესება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით;
- უპირატესობა მიენიჭება მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- სოციალურ სფეროში/არასამთავრობო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროექტების დაგეგმვის და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word/excel/PowerPoint, ელ-ფოსტის სარგებლობა)
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი (კრეატიული)
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ანგარიშების (რაპორტების) მომზადება;
- დოკუმენტების წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობა
მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირს მოუწევს მივლინება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: xxihera@gmail.com 2020 წლის 15 იანვრის სამუშაო დღის ბოლომდე.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.hera-youth.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 14 28 51
0