LiveZilla Live Chat Software

 

PAPA-ჯგუფი

 ,,Positive Attitude Positive Action" - ,,პოზიტიური დამოკიდებულება, პოზიტიური ქცევა"

 

ასოციაცია ,,ჰერა XXI” -ს მიერ აივ-ინფექცია/ შიდსის  პრევენციისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შექმნილია აივ-ინფიცირებულთა,  პოზიტიურ ადამიანთა ჯგუფი.  ასოციაციის მიზანია აივ/ინფიცირებულთა ჩართვა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი უნარების გაძლიერება.  რათა მათ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და ამ უფლებებით სარგებლობა.  ჯგუფის მუშაობის მთავარი მიმართულებაა აივ-ინფიცირებულთა  პრობლემების გამოვლენა, მათი ანალიზი და რელევანტური პროგრამების შექმნა. 

ასოციაცია ,,ჰერა XXI”  PAPA  ჯგუფისთვის  უზრუნველყოფს კონფიდენციალურ,  კომფორტულ და მეგობრულ გარემოს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ასოციაციის შიდა პოლიტიკით და რეგულაციით. 

თუ აივ-ინფექცია / შიდსის თემა  თქვენთვის უცხო არ არის და მასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი თქვენც ხართ შეგიძლიათ შემოუერთდეთ ,,PAPA" ჯგუფს - ერთად ვეძებოთ გამოსავალი, ერთად დავამარცხოთ არსებული სტიგმა.