LiveZilla Live Chat Software

სერვისები

ექიმი- რეპროდუქტოლოგი

ასოციაცია  ”ჰერა XXI” გთავაზობთ  ექიმ-რეპროდუქტოლოგის  ანონიმურ  და უფასო კონსულტაცას. 

მიიღეთ, ამომწურავი და კვალიფიციური ინფორმაცია, დროულად და კონფიდენციალურად თქვენს რეპროდუქციულ და სქესობრივ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

პირისპირ კონსულტაცია ტარდება ასოციაცია ჰერა XXI-ის ახალგაზრდულ მეგობრულ ცენტრებში მისამართებზე:

ქ. თბილისი გამსახურდიას გამზ IIკვ. შენობ 9 I-ლი სად. Bბ 2კონსულტაცია არის უფასო და კონფიდენციალური.  ჩაწერისთვის წინასწარ  დარეკეთ  ნომერზე  2 142 853.

ქ. ახალციხე მიქუტაშვილის ქ 2. სსიპ ახალციხის I-ლი საჯარო სკოლა.

ქ. ქუთაისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი ,,ბიჭვინთა"  ტოლბუხინის ქ. 16 ტელ (431)21 20 04.

კონსულტაციაზე მოსული კონტიგენტი იღებს შემდეგ სერვისებს:

ოჯახის დაგეგმვის საერთო კონსულტირება; ორალური კონტრაცეპტივებით უზრუნველყოფა; მამაკაცის კონდომით უზრუნველყოფა; გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდებით უზრუნველყოფა; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და აივ/ინფექცია შიდსზე კონსულტირება; გინეკოლოგიური კონსულტირება და ულტრა/ბგერითი დიაგნოსტიკა; ორსულობის კონტროლი, ფეხმძიმობის და ოვულაციის ტესტით უზრუნველყოფა; აბორტის უსაფრთხო მეთოდებზე კონსულტირება;

რეფერალური სერვისები კერძოდ:

შიდა საშვილოსნო სპირალის ჩადგმა/ამოღება; აბორტის უსაფრთხო მეთოდების სერვისები; აივ/ინფექცია შიდსის ნებაყოფლობითი ტესტირება და მკურნალობა; ონკო პრევნციის სერვისი (სკრინინგ პროგრამა ძუძუს, და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, პაბ-ტესტი; მამოგრაფია); გინეკოლოგიური მკურნალობა; უშვილობის მკურნალობა.

 

ონლაინ კონსულტაცია

 

თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ექიმი-რეპროდუქტოლოგის ონლაინ რჩევები. ჩვენი საიტის მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია ფანჯარა სახელწოდებით ონლაინ- კონსულტაცია. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ ჩვენს ექიმს, რეპროდუქციულ-სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით და ონლაინ რეჟიმში მიიღოთ კომპეტენტური რჩევები. 

 

ფსიქოლოგის სერვისი

 

ასოციაცია ჰერე XXI თავის ბენეფიციარებს უწევს ფსიქოლოგიურ მომსახურებას.  თუ თქვენ გაწუხებთ თვითსტიგმა ან განიცდით დისკრიმინაციასგაქვთ ფსიქოლოგიურიპრობლემები და გსურთ მათი გადალახვა,

 ხართ ოჯახური ძალდობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლიგანეკუთვნებით სექსუალურ უმცირესობას ან ხართ სექს მუშაკიაივინფიცირებული ან უბრალოდ

 ახალგაზრდა - გჭირდებათ რჩევები და თანადგომა - მაშინ მოგვმართეთ ანონიმურობა სრულიად გარანტირებულია.

ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე წინასწარ ხდება ჩაწერა.

მიღების საათები: ყოველ ოთხშაბათს 10:00-დან 18:00-მდე.

აქ შეიძლება ონლაინ კონსულტაციაზეც მივუთითოთ

 

ასოციაცია ჰერე XXI- ასევე აქვს ონლაინ ფსიქოლოგიური მომსახურება. ბენეფიციარებს ონლაინ შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწერონ ფსიქოლოგს მათთვის პრობლემატურ ან საინტერესო საკითხებზე და ამ ფორმით გაიარონ კონსულტირება.  სერვისის ონლაინ მისამართია psy_hera@yahoo.com


იურიდიული დახმარება

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა - ეს შენი უფლებაა. თუ თვლი რომ შენი როგორც პაციენტის უფლებები დაირღვა შეგიძლია ისარგებლო ჩვენი უფასო, იურიდიული ცხელი ხაზით. დაგვიკავშირდით ნომერზე 570-10-17-11 მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ისარგებლოთ უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვის უფლებით.