LiveZilla Live Chat Software

პროგრამები

 ასოციაცია ჰერა XXI-ის  “უსაფრთხო აბორტის”  პროგრამული  ნაწილის  მთავარი  სამიზნე  ჯგუფი-ფერტილური  ასაკის  ქალებია,  ორგანიზაცია  აქტიურად  მუშაობს  აბორტის  სერვისებსა  და  პოსტაბორტული  ოჯახის  დაგეგმვას  შორის  კავშირის  გაძლიერებაში. პროგრამა  უზრუნველყოფს  პარტნიორი  კლინიკების, სერვის    პროვაიდერების  შესაძლებლობების  და  უნარების გაზრდას, უსაფრთხო  აბორტის  ხარისხიანი  მომსახურეობის  საერთაშორისო  სტანდარტების შესახებ,  მსოფლიო  ჯანდაცვის  ორგანიზაციის  2012 წლის  სახელმძღვანელოს  ხელმისაწვდომობაზე  გაზრდით  და  ტრენინგების  ჩატარებით  შემდეგ  თემებზე: ,,მედიკამენტოზური  აბორტის  მეთოდების  პრაქტიკაში  დანერგვა"; ,,პრე  და  პოსტ  კონსულტაცია"; ,,პაციენტთა  უფლებები".

 

ასოციაცია  ჰერა XXI-ის   პროგრამა -  ,,ხელმისაწვდომობა"-ს  მიზანია,  მოსახლეობაში,  კონტრაცეფციის  მეთოდებთან  დაკავშირებული  მითები  და  ცრურწმენების  აღმოფხვრა. მიზნის  მისაღწევად  ასოციაცია  კვლევების   საშუალებით  ადგენს  მითების  და  ცრურწმნების  წარმომავლობას,  რათა  შეიმუშაოს  ახალი  მოდგომები  აღნიშნულის  გასაბათილებლად.

 

ასოციაცია  ჰერა XXI-ის  პროგრამა - ,,ჯანსაღი თაობა" -ს  მიზანია  ახალგაზრდებისათვის  კეთილგანწყობილი -  მეგობრული  ცენტრების შექმნა,  რათა  უზრუნველყოფილი  იქნას,  რეპროდუქციული  და  სქესობრივი  ჯანმრთელობის  სფეროში  ინფორმაციული,  კონფიდენციალური,  უსაფრთხო  გარემო- ახალგაზრდებისათვის. მოხალისეთა  ბაზის  გაძლიერებით,  ახალგაზრდები  იძენენ  ახალ  ცოდნას,  ანვითარებენ  უნარებს,  ყალიბდებიან  ახალგაზრდა  ლიდერებად, თანასწორ-განმანათლებლად  და,  მიღებულ  ცოდნას - კამპანიების,  საიფორმაციო  სესიების,  დებატების, ტრეინინგების და  დისკუსიების საშუალებით – უზიარებენ თავინთ  თანატოლებს.

 ასოციაცია  ჰერა XXI-ის  პროგრამა  - ,,შიდსის პრევენცია”-ს  მიზანია  აივ/ინფიცირებულთა  თანაბარი  უფლებების  და  შესაძლებლობების  გაზრდა  და  რეპრუდუქციულ  სერვისებზე  ხელმისაწვდომობა,  რათა  შემცირდეს  მათი  სტიგმა, დისკრიმინაცია  და  დაცული  იქნას  მათი  სქესობრივი  და  რეპროდუქციული  უფლებები.  აღნიშნული  მიზნის  მისაღწევად,  ასოციაცია  უზრუნველყოფს  საზოგადოების  ინფორმირებულობას  აივ/ ინფექცია  შიდსზე  მართებული  ინფორმაციით  და  აივ/ შიდსი  ინფექციით  დაავადებულების  უფლებების  დარღვევის  ფაქტების  გამოვლენით  და  ადვოკატირებით.

 

ასოციაცია ჰერა XXI-ს მეოთხე პერიოდული ანგარიში