LiveZilla Live Chat Software

რას ვაკეთებთ

 


15  წელზე  მეტია, რაც  საქართველოს  არასამთავრობო   ასოციაცია  ” ჰერა XXI” -ი    ხელს  უწყობს  ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ  წამოწევას  საქართველოს  მოსახლეობაში.


ასოციაცია     ”ჰერა XXI” -ის   ინიციატივით,    საქართველოში  შესრულდა  არაერთი ინოვაციური  პროგრამა  რეპროდუქციული  ჯანმრთელობის  სფეროში  კერძოდ: ჩამოყალიბდა  და  განვითარდა  ახალგაზრდა  მოხალისეთა  მოძრაობა  ქვეყნის  მასშტაბით,  რამაც  საშუალება  მოგვცა  მომხდარიყო  ტექნოლოგიების, ინფორმაციის, მიდგომების,  სასწავლო  პროგრამების  დანერგვა  სხვადასხვა  მიზნობრივი  ჯგუფებში.


ასოციაცია   ,, ჰერა XXI” -ის   პარტნიორ  კლინიკებში,  ფერტილური  ასაკის  ქალებისთვის  ხელმისაწვდომი  გახდა:  ხარისხიანი  მომსახურების  პრინციპები;  უსაფრთხო აბორტის  მეთოდები  - მედიკამენტოზური,  მანუალ ვაკუუმ  ასპირაცია.  ინფორმაცია თანამედროვე  კონტრაცეფციის  მეთოდებზე ,  რაც  საშუალებას  აძლევს  აღნიშნულ  კონტიგენტს,  თავიდან  აიცილოს  სექსუალური  გზით  გადამდები   დაავადებები.


 ასოციაცია  ,,ჰერა XXI” -ი   აქტიურად  უწყობს  ხელს აივ-ინფექცია/ შიდსის  პრევენციას,  რაც  გამოიხატება  იმაში,  რომ  განსაკუთრებულ  ყურადღებას  ამახვილებს  და  უზრუნველყოფს  მათთვის   ანტიდისკრიმინაციული  გარემოს  შექმნასა  და  დანერგვას,  რეპროდუქციული  ჯანმრთელობის   კავშირსს  –   შიდსის  პრევენციასთან.


ასოციაცია  ,,ჰერა XXI” -ის   მიერ,  ჩატარდა   საინფორმაციო-საგანმანათლებლო  კამპანიები  და  ტრენინგები,  შეიქმნა  უამრავი  საინფორმაციო - საგანმანათლებლო   და  თვალსაჩინო  მასალა,   პროფესიული  ჯგუფებისათვის,   ახალგაზრდებისათვის,  მაღალი  რისკის  ჯგუფების,  ფერტილური  ასაკის  ქალებისთვის,   იძულებით   გადაადგილებული  პირებისთვის ,  სოფლად  მცხოვრები   გოგონებისა  და  ბიჭებისთვის,  აივ - პოზიტიური  ადამიანებისთვის,  ეთნიკური  უმცირესობებისთვის  და  მოზარდებისთვის.


ახალგაზრდები,  ასოციაცია   ,,ჰერა XXI” -ის   განსაკუთრებული  ზრუნვის  ობიექტს  წარმოადგენენ,  ~არავის - თავად  ახალგაზრდაზე  უკეთ- არ  ესმის  რა  სჭირდება  მას   მოტივაციისათვის  -  .აქედან  გამომდინარე,  ასოციაცია   ,,ჰერა XXI ”-ის   მიზანია  განავითაროს  და  ხელი  შეუწყოს  ახალგაზრდა  მეგობრული  სერვისის  დანერგვას  და  განვითარებას  და,  ახალგაზრდა  მოხალისეების  ჩართვას  მის  საქმიანობაში, როგორც  რეგიონალურ,  ისე  საერთაშორისო  დონეზე.  ინდივიდუალური  მიდგომა თითოეული  ახალგაზრდის  მიმართ ხელს  უწყობს  მათ  პიროვნულ  და პროფესიულ  ზრდას.


მომავალ  მშობელთა  საერთაშორისო  ფედერაციის  (IPPF)  მხარდაჭერით   ასოციაცია  ,,ჰერა XXI” -ის   მიერ  ხელმისაწვდომი  გახდა  დოკუმენტი –  ,,სექსუალური უფლებების  დეკლარაცია” ,  რომელიც  ეხმარება  თითოეულ  ადამიანს  მიაღწიოს  ჯანმრთელობის  უმაღლეს  სტანდარტს  და  ქონდეს  არჩევანის  უფლება  საკუთარ რეპროდუქციულ  და  სექსუალურ ცხოვრებაზე.


ასოციაცია  ,,ჰერა XXI” -ის   მოღვაწეობით   საქართველოში,  მრავალ  ადამიანს მიეცა  შესაძლებლობა თავიდან  აეცილებინა  რეპროდუქციულ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები  და მისცა  მათ  შესაძლებლობები  მიეღწიათ  საბაზო  სექსუალური  და  რეპროდუქციული  ჯანმრთელობის  სტანდარტებისთვის.


 http://www.hera-youth.ge/book/