LiveZilla Live Chat Software
ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ განმანათლებელი - სოფო ნადირაძე
14.04.2015

გახდი მოხალისე და შექმენი შენი წარმატებული მომავალი 

სოფიო ნადირაძე 20 წლისაა, ახალციხიდან, ასოციაცია ჰერა XXI- ის სამცხე ჯავახეთის ფილიალის წევრი მოხალისე და ახალგაზრდა ლიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი , მომავალი ფსიქოლოგი. 
რამოდენიმე დღის წინ ბელგიიდან დაბრუნდა სადაც YSAFE -ის (ახალგაზრდების სეექსუალური განათლება ევროპაში ) წლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდა . YSAFE არის საერთაშორისო მოხალისეთა ბაზაზე დაფუძნებული ახალგაზრდული ქსელი, შვილობილი ორგანიზაცია საერთაშორისო ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის ევროპის ქსელის (IPPF-EN). ყოველწლიურად ჰერა XXI -ს როგორც IPPF-EN წევრ ორგანიზაციას, საშუალება აქვს წარადგინოს 2 აქტიური მოხალისის კანდიდატურა YSAFE -ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. 
ასოციაცია ჰერა XXI - თვის ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა შეარჩიოს ორი განსაკუთრებით მოტივირებული და აქტიური მოხალისე რომელიც ღონისძიებაზე ღირსეულად წარადგენს და საერთაშორისო დონეზე ისაუბრებს თანატოლების საჭიროებებზე . 2015 წელს ორაგიზაციამ ერთ-ერთ კანდიდატად სოფიო ნადირაძე წარადგინა , რომელიც YSAFE -ის შერჩეულ კანდიდატთა შორისაც მოხვდა .

სოფიო ხუთი წელია ასოციაცია ჰერა XXI-თან თანამშრომლობს. 
”ახალციხის #1 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ჰერას XXI-ის თანასწორ-განმანათლებლები ხშირად ჩამოდიოდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ჰიგიენაზე ,სექსულარი გზით გადამდებ დაავადებებზე მათ შორის აივ ინფექცია შიდსზე, ნაადრევ ქორიწინებაზე, ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობაზე და გენდერულ თანასწორობაზე . 
მაშინ 15 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ შიდსის ნიშანმა, წითელმა ბაბთამ მიმიზიდა. გადავწყვიტე და გავხდი მოხალისე. თავიდან საინფორმაციო ბუკლეტებს, ბროშურებს ვარიგებდი. როდესაც ვიგებდი, რომ ასოციაციის თანასწორ-განმანათლებლები ჩამოდიოდნენ ვაანონსებდი სკოლაში, აუდიტორიას ვკრებდი”.

მოხალისედან თანასწორ-განმანათლებლამდე
”რადგან სკოლაში ამ კუთხით ასე ვაქტიურობდი, როდესაც ჰერა XXI-ს ახალი თანასწორ-განმანათლებლები დასჭირდა - სკოლამ რეკომენდაცია გამიწია. ჩავები ძალიან სასიამოვნო პროცესში რასაც თანასწორთა განათლება ჰქვია . აქტიური მონაწილეობა მივიღე ტრეინინგებში თემებზე : თანასწორი- თანასწორს განათლება ; რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; სამოქალაქო ჩართულობისა და მხრდაჭერის მნიშვნელობა. როგორც თანასწორ განმანათლებელი ვატარებ საინფორმაციო - საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ვაწვდი ინფორმაციას: სექსუალური გზით გადამდებ დაავდებებზე, შიდსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე... ვთვლი რომ საჭირო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებ . 500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის მაქვს საინფორმაციო შეხვედრა ჩატარებული. ეს ხუთასი ბავშვი კი ჩემგან მიღებულ ინფორმაციას თავის ირგვლივ ავრცელებს, შესაბამისად წრეც ფართოვდება ”.

სირთულეები საქმიანობაში
რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემებია სამცხე- ჯავახეთის რეგიონში, მაგრამ უკვე იციან რომ შიდსი მეგობრობით არ გადადის. არის თემები, რომელთა მოსმენისას მოსწავლე შეიძლება ადგეს და აუდიტორია დატოვოს, ან გაწითლდეს, ან გაეცინოს. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ პრევენციაა საჭირო. როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ, წინასწარ ვეუბნები მოსწავლეებს, რომ სექსუალური განათლება და სიტყვა სექსუალური 21-ე საუკუნეში არ უნდა ძაბავდეთ ან პირიქით არ უნდა აცინებდეთ. ეს მეთოდი ჭრის.

ბრიუსელი - YSAFE -ის წლიურ შეხვედრა
2015 წლის თებერვლის თვეში ,ბრიუსელში YSAFE -ის წლიურ შეხვედრაზე ვიყავი. ეს ახალი და საპასუხისმგებლო გამოცდილებაა. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების 31 ახალგაზრდა წარმომადგენელი . შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. ჯგუფური მუშაობის საშუალებით მონაწილეებს საშუალება ჰქოდათ გაეზიარებინათ ინფორმაცია და გამოცდილება ერთმანეთისთვის. ტრენინგები ჩაგვიტარდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა : მდგრადი განვითარება, კომუნიკაცია, ადვოკატირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები.
ასოციაცია ჰერა XXI-ის ახალგაზრდა მოხალისეთა და ლიდერების საქმიანობა ყველაზე პოზიტიურად შეფასდა. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და სამაგალითო აღმოჩნდა ფართომაშტაბიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიები, ახალგაზრდა მონაწილეების ჩართვა და მონაწილეობა , ახალგაზრდებთან მუშაობის კრეატიული მიდგომები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერა და ჩართულობა ჰერას XXI-ის ახალგაზრდულ პროგრამებში.


სამომავლო გეგმები
”ჰერა XXI-ში 5 წლიანი ჩართულობით დიდი გამოცდილება მივიღე. მაქვს შესაძლებლობა გავაძლიერო, ჩემი როგორც ტრენერის უნარ-ჩვევები და ჩავერთო არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში. შევიძინო დამატებითი პროფესია და გავხდე არაფორმალური განათლების მუშაკი .

გაიცანით ეს სოფიო ნადირაძეა ჰერა XXI -ს ახალგაზრდა ლიდერი და თანასწორ-განმანათლებელი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე