LiveZilla Live Chat Software
ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანთლებელი -თეონა ბაბუციძე
05.04.2015

საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია ჰერა XXI-თან, თეონას ურთიერთობა აბიტურიენტობის დროს დაიწყო და დღეს ის, ასოციაციის თანასწორ-განმანათლებელია. ტრეინინგების გავლის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს “სტერეოტიპებით აზროვნებას შეეშვა”.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი , თეონა ბაბუციძე, ცხინვალის რეგიონის (ს-ლი აჩაბეთი) მცხოვრები იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და სკოლაც წეროვანში დაამთავრა .

”ძალიან პასიური მოზარდი ვიყავი. არაფერი მიზიდავდა. გაკვეთილებით შემოვიფარგლებოდი. არასდროს მივლია ტრენინგებზე. არაფორმალური განათლება არ მაინტერესებდა და არც ვიცოდი რა იყო . პირველად ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დავესწარი (წეროვანის საბავშვო ბაღის დარბაზში). ასოციაციამ შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა თემატურ კონკურსში ”ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და გავხდი მოხალისე - პირველად ”სი-ვი”-ც კი ჰერას XXI-თვის გავაკეთე. ასოციაცია ჰერა XXI ის ტრენინგებზე მიღებული ინფორმაცია, თავიდან ჩემთვის სტერეოტიპული იყო. თუმცა სწავლებაში აქტიურად ჩართვამ , დამანახა ჩემი შეცდომები. ახლა ვცდილობ საგნებს უფრო მარტივად შევხედო. ადრე სიტყვა ”შიდსიანზე” ცუდი რეაქცია მქონდა. ახლა ვიცი, რომ ეს ავადმყოფობაა და ურთიერთობით არ გადადის. კონტრაცეფციის თანამედროვე და აბორტის უსაფრთხო მეთოდებზე საერთოდ არ მსმენოდა. ასოციაციაში გავიარე ტრენინგების სერია თემებზე: სექსუალური გზით გადამდები დაავდებების - მათ შორის, აივ-ინფეცქია შიდსის პრევენცია; რეპროდუქციული უფლებები; ფსიქო-სექსუალური და გენდერული მიდგომები - ეს ის საკითხებია რომელზეც მე , როგორც თანასწორ-განმანათლებელი, ვსაუბრობ. იცით რა მიხარია, როდესაც უფროსი კლასელები, ისე არ აზროვნებენ, როგორც მე ვაზროვნებდი მათ ასაკში. შიდსის სტიგმა არა აქვთ. ამობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც აბორტი დასაშვებია, სელექციურ აბორტს კი გმობენ. ძირითადად გოგონებს ვესაუბრები და მრავალი საგანმანათლებლო შეხვედრა ჩავატარე. ამ ასაკის ბიჭებთან ცოტა რთულია მუშაობა, უფრო მძიმედ აზროვნებენ. ძალიან მომწონს სესიების ჩატარება და ტრენინგებზე სიარული, ყველა ტრენინგის მერე ვხვდები რომ ჩემი (როგორც ტრენერის) უნარ-ჩვევები ვითარდება, აუდიტორიის წინაშე საუბრის კომპლექსი მომეხსნა და რაც მთავარია, შევიძინე პროფესია და ბევრი თანამოაზრე მეგობარი.

მივმართავ ჩემს თანატოლებს - შეცვალეთ ცხოვრება განათლებით !