LiveZilla Live Chat Software
„ჰერა XX” პიარმენეჯერის ინტერვიუ - ინტერნეტ-ჟურნალი funtime.ge
08.09.2015

ერთი სამუშაო დღე
პირველი, რაც ასოციაციაში მუშაობის დაწყებისას გავაკეთე, CTC-თან თანამშრომლობით საკომუნიკაციო დოკუმენტი შევიმუშავე. ახლა ყველა ჩემი აქტივობა რამდენიმე თვით ადრეა გაწერილი. ერთის შედეგიდან გამომდინარეობს მეორე აქტივობა. თითოეულ დეტალსა თუ რისკ-ფაქტორს სიღრმისეულად ვსწავლობთ. ახლაც მახსოვს პირველი პრესკონფერენცია. პრესკლუბის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ასეთი კარგად ორგანიზებული „პეკა“ და რელიზი არასდროს გაუშუქებია. დღემდე მახსოვს ის განცდა, რაც ამ სიტყვებმა მომიტანა. შეიძლება, ვინმესთვის ეს უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ჩემთვის პიარი ასეთი დეტალების ერთობლიობაა. სექტემბრის ბოლოსთვის  დიდ კვირეულს ვატარებთ, ახლა უკვე კვირეულის ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს. პარალელურად ვიდეორგოლებს ვიღებთ, ვამზადებთ დოკუმენტურ ფილმებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე; ცოტა ხნის წინ მედიატრენინგი ჩავატარეთ და ახლა ჟურნალისტებისთვის კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. შემოსულ ნამუშევრებზე კი ჟიური უკვე მუშაობს. პარალელურად სოციალურ ქსელებს აქტიურად ვამუშავებთ, რადგან დღეს ინტერნეტმედია ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს like page-ზე Association HERA XXI. 
პროფესიით პიარმენეჯერი არ ვარ, თუმცა პიარის საფუძვლები სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ვისწავლე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. დოქტორანტურასაც, ალბათ, ამ მიმართულებით გავაგრძელებ. მომწონს ის, რასაც ახლა ასოციაციაში ვაკეთებ, მით უმეტეს, კარგი ხელმძღვანელობა მყავს, ყველანაირად მიწყობენ ხელს, რათა ჩემს ძირითად საქმიანობას არ ჩამოვშორდე. 

 

ვრცლად იხილეთ: http://funtime.ge/pr-klubi/visi-shefasebaa-yvelaze-mnishvnelovani-heras-piarmenejeristvis/#prettyPhoto