LiveZilla Live Chat Software

იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV)/შიდსის ვირუსით დაავადებულ პირთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

ასოციაცია ჰერა XXI მკაცრად იცავს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვსურს უსაფრთხო და სასურველი გარემოს უზრუნველყოფა იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულთათვის (PLHIV). ჩვენს გარემოში ადგილი არ ექნება შეურაცხყოფასა და დისკრიმინაიას. იმუნოდეფიციტის ვირუსთან და შიდსთან დაკავშირებული ყველა სიტუაცია დარეგულირდება შემდეგი პრინციპებით:

 

არ მიიღება არავითარი სახის დისკრიმინაცია იმ თანამშრომლების ან განმცხადებლების, მოხალისეების, საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც უხდებათ (ან ჩაითვლება, რომ უხდებოდათ) ცხოვრება ან, სხვაგვარად არიან ზემოქმედებული იმუნოდეფიციტის ვირუსით და შიდსით. იმუნოდეფიციტის ვირუსი და შიდსი ისევე იქნება განხილული, როგორც სხვა ნებისმიერი დაავადება (ყველა პოლიტიკისა და სარგებლის პირობით, მათ შორის შვებულება). ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერს პირს, რომელიც დაავადებულია იმუნოდეფიციტის ვირუსით და შიდსით ან, სხვა სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებით, შესაძლოა სურდეს ჩვეული საქმიანობით დაკავება სანამ მისი დაავადება ამის საშუალებას მისცემს.

 

ყველა თანამშრომელმა/მოხალისემ, საბჭოს წევრმა უნდა დაიცვას ჩვენი არა-დისკრიმინაციული პოლიტიკა. არც ერთი წევრი, რომელიც უარს განაცხადებს იმუშაოს, თავს შეიკავებს მოემსახუროს, შეურაცხყოფს ან სხვაგვარ დისკრიმინაციას მოახდენს სხვა წევრის, კლიენტის, ბენეფიციარის მიმართ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს აქვს, ან ითვლება რომ აქვს იმუნოდეფიციტის ვირუსი ან შიდსი,  აუცილებლად დატოვებს ორგანიზაციას, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაციის მარეგულირებელი ორგანო.

 

იმუნოდეფიციტის ვირუსის შემოწმება, კონფიდენციალურობა და გამჟღავნება

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგულარულ კონფიდენციალურ, ნებაყოფლობით შემოწმებას და კონსულტაციას, როგორც ჩვენი საგანმანათლებლო და გათვითცნობიერების პროგრამის ნაწილს. ნებისმიერი წევრის სამედიცინო ინფორმაცია (მათ შორის იმუნოდეფიციტის ვირუსის სტატუსი) პირადია და განიხილება კონფიდენციალურად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ნებისმიერი წევრი, რომელსაც დაემართება ან უკვე აქვს იმუნოდეფიციტის ვირუსი ვალდებული არ არის გვაცნობოს ამის შესახებ. თუკი ისინი მოისურვებენ ამას, ჩვენ სიფრთხილის ყველა ზომას მივიღებთ, რომ უზრუნველვყოთ მისი კონფიდენციალურობა და გამჟღავნების უფლება.

 

უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობა

 

 ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი არ შეიძლება გადავიდეს შემთხვევითი გზით. ადამიანებს, რომლებისთვისაც ცნობილია იმუნოდეფიციტის ვირუსის და შიდსის ინფექციის ფაქტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარყოფითი ან არასათანადო რეაქცია ჰქონდეთ ვინმეს დაავადებაზე. იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციის რისკი იმართება შესაბამისი ტრეინინგით, ცოდნითა და ინფორმირებით ინფექციის საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სამუშაო ადგილზე და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე ადამიანების დამცველი ჯგუფების უნარების განვითარებას.

 

იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული პირების ჩართვა საბჭოში

 

ასოციაცია ,,ჰერა XXI” მონდომებულია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული პირები ჩართოს საბჭოში მათი დაცვის უნარების განვითარებით და ხელი შეუწყოს მათ გახდნენ ლიდერები და აკონტროლონ იმუნოდეფიციტის ვირუსთან/შიდსთან დაკავშირებული პროცესები. წვლილი შეიტანონ შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის შემთხვევების შემცირებაში და ხელი შეუწყონ დადებით პრევენციას.

 

პოლიტიკის განხილვა

ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ ამ პოლიტიკას (არა ნაკლებ წელიწადში ერთხელ), რათა რეაგირება მოვახდინოთ ეპიდემიის განვითარებაზე, სამედიცინო სფეროს მიღწევებზე და ჩვენი სამუშაოდან მიღებულ გამოცდილებაზე.

 

საკადრო პოლიტიკა

 

ასოციაცია ,,ჰერა XXI” - უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ პირობებს ყველა თანამშრომლისა და დასაქმების განმაცხადებლისათვის და არ უშვებს დისკრიმინაციას არავითარი მიზეზით, რაც იკრძალება კანონით, მათ შორის რასა, ფერი, სქესი, ასაკი, რელიგია, წარმოშობა, ქმედუუნარობა, ოჯახური მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი განზრახვაა და სურვილი, რომ დასაქმების, სამუშაოზე აყვანის, შერჩევის, ანაზღაურების, დაწინაურების, დაქვეითების, სამუშაოდან გათავისუფლების, დასაქმების შეწყვეტის და დასაქმების ყველა სხვა პირობაში უზრუნველყოფილი იქნას თანაბარი შესაძლებლობები.

 

თანამშრომლებს მოეთხოვებათ, ამ პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენონ თავიანთი ზედამხედველი საქმის კურსში. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც დაარღვევს ამ პოლიტიკას ან შეგნებულად სამაგიეროს გადაუხდის იმ პირს, რომელიც გაამჟღავნებს ან გაასაჩივრებს აღნიშნული პოლიტიკის დარღვევას დაუყოვნებლივ დაექვემდებარება დისციპლინარულ სანქციას, და შესაძლოა გათავისუფლებული იქნას სამუშაოდან.

 

კადრების მიღებისა და გათავისუფლების პროცედურები:   პიროვნების დახასიათების დაწერა; განცხადების პაკეტის გაგზავნა; თანმხლები დოკუმენტაცია; კანდიდატურების მოკლე სიის შედგენა;  რეკომენდაციები; გასაუბრება; გადაწყვეტილების მიღებასამუშაო საათები და დროის გრაფიკი; არა სამუშაო დღეება;  

საქმიანობის შეფასება

 

თანამშრომელი მიერ განხორციელებული საქმიანობა ფასდება წლის განმავლობაში და არის მიმდინარე პროცესი. ხოლო, საქმიანობის ოფიციალური შეფასების გასაუბრება ჩატარდება წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია: კონსტრუქციული ინფორმაციის მიწოდება; მიღწევების დადასტურება; მიმდინარე საქმიანობის შედარება მოლოდინთან და საქმიანობის განვითარების გეგმების ერთობლივად ჩამოყალიბება. შეფასების საფუძველია სრული საქმიანობა და არა ცალკეული შემთხვევა. დაუშვებელია, რომ თანამშრომლის საქმიანობის ძლიერმა ფაქტორმა გავლენა იქონიოს სხვა ფაქტორზე, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას, ან სხვა ფატორზე, რომელიც სუსტია იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს სხვა შეუსრულებელ ფაქტორზე. პირად გრძნობებს არ მისცეთ საშუალება, რომ გავლენა იქონიონ შეფასებაზე. კონსტრუქციული კომენტარები შეფასების ძირითად ელემენტებს წარმოადგენს. დადებითი ფაქტორები ისევე უნდა იქნას აღნიშნული, როგორც უარყოფითი. ინფორმაცია უნდა იყოს აღწერილობითი და ინფორმატიული, და არა განსჯის სახის. საქმიანობის შეფასებაში შეტანილი ინფორმაცია პირადია და დიდი სიფრთხილით უნდა იქნას განხილული.

 

დისკრიმინაციის დაუშვებლობაგენდერული თანასწორობის პოლიტიკა

 

ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს სწამს სოციალური სამართლიანობის და ესმის, რომ დისკრიმინაციის აღკვეთის სტრუქტურა ეყრდნობა ყველა ადამიანური უფლების დაცვასა და ხელშეწყობას. დისკრიმინაციის აღკვეთის ეს სტრუქტურა კრძალავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას და შეზღუდვას სქესის, ასაკის, გენდერული იდენტურობის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ისტორიის ან ქცევის (რეალურის თუ გამოგონილის), რასის, კანის ფერის, ეთნიკურობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, გეოგრაფიული ან სოციალური წარმომავლობის, ქონების,, დაბადების, ფიზიკური ან გონებრივი უუნარობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის იმუნოდეფიციტის ვირუსის ქონის, და სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სტატუსის მიზეზით, რომელიც მიზნად ისახავს და ზემოქმედებას ახდენს ყველა ადამიანური უფლების და ფუნდამენტალური თავისუფლების სხვების თანაბრად აღიარების და გამოყენების შეზღუდვაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში.

დისკრიმინაციის საკითხი და გენდერული უთანასწორობა უნდა იყოს კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ უფლებებში უთანასწორო შეღწევის შემცირების საფუძველი- სქესის, ასაკის, გენდერული იდენტურობის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ისტორიის ან ქცევის (რეალური თუ გამოგონილის).სექსუალური ქმედებების ან ორიენტაციის მიზეზით, სექსუალურ უფლებებზე უარი (როგორიცაა სექსუალური სამედიცინო მომსახურება, სექსუალური განათლება და სექსუალური ძალადობის კომპენსირება;)ამცირებს ადამინის მიერ მისი უფლებების გამოყენებას სხვების თანაბრად.

თანასწორობა მოითხოვს ამ ბარიერების გადალახვას, რათა სხვადასხვა პირებმა ისარგებლონ ფუნდამენტალური უფლებებით და თავისუფლებებით სხვების თანაბრად.

ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს ჯერა სოციალური სამართლიანობის და გმობს ყველა სახის დისკრიმინაციას(განსაკუთრებით კი დისკრიმინაციას, რომელიც ეფუძნება სქესს, ასაკს, სოციალურ კლასს, უუნარობას, იმუნოდეფიციტის ვირუსის ქონას, სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიას, რასას და ეთნიკურობას). ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალებით, ,,ჰერა XXI”-ს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომ შეცვალოს ვაჟებისა და გოგონების მიმართ სოციალური მიდგომა ისევე, როგორც გენდერული ურთიერთობა ვაჟებსა და გოგონებს შორის მომდევნო თაობაში. ,,ჰერა XXI” აღიარებს, რომ სრული და თანაბარი უფლებების მიღწევა გოგონებისათვის გამომდინარეობს სოციალური ღირებულებების, სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის შეცვლით. ,,ჰერა XXI” მუშაობს, რომ დახმარება გაუწიოს გოგონებს და ვაჟებს (რათა მათ მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება) გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები და, აღიარებს გოგონებისა და ვაჟების სხვადასხვა მოთხოვნების უკეთ გაგების საჭიროებას და, მისი პროგრამული სამუშაოს საშუალებით, ამგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

დისკრიმინაციის აღკვეთა მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ქმნის ,,ჰერა XXI”-ის წევრთა მუშაობის და ორგანიზაციის საფუძველს. 

 

ბავშვთა დაცვის პოლიტიკა


ასოციაცია ”ჰერა-XXI”  აღიარებს  ახალგაზრდების კეთილდღეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მიიჩნევს, რომ ბავშვების, ახალგაზრდებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების მხარდაჭერის გაძლიერება, მათზე ზრუნვა და მათი დაცვა საციცხლო მნიშვნელობისაა.


ორგანიზაციის ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბავშვის, ახალგაზრდის (განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფიდან) ინფორმირება თავიანთი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა/უფლებების შესახებ, იმისათვის რომ მიეცეთ შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიეცეთ საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ბავშვი ეწოდება ადამიანს 18 წლის ქვემოთ. ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფში იგულისხმებიან ახალგაზრდები 18 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები, რომლებიც არიან ან შესაძლებელია საჭიროებდნენ საზოგადოების ზრუნვას, აგრძელებს ცხოვრებას შეზღუდული დაწესებულებაში ფსიქიკური ან შეზღუდული შესაძლებლობების მიზეზით, პირი, რომელსაც არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე ან დაიცვას საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ზიანისა თუ ექსპლუატაციისგან.


მოხალისეობა და ახალგაზრდობის ჩართვის პოლიტიკა

 

მოხალისე ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს უსასყიდლოდ, თუმცა იღებს სანაცვლოდ კომპენსაციას მაგ; უახლესი ინფორმაციები, ტრეინინგები; ინტერნეტი და სხვ. ის არის ორგანიზაციაში მხოლოდ იმიტომ, რომ სურს იყოს მასში ანუ, არის მოტივირებული.

 

ახალგაზრდა მოზალისეების როლი ასოციაციაში უნიკალურია. მოხალისეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიღება, ხელშეწყობა და მოტივაცია უნდა იყოს ყოველი ღირსეული ერთეულის პრიორიტეტი. მათი მხარდაჭერა თამაშობს გადამწყვეტ როლს ახალგაზრდა მოხალისეთა ჩართულობასა და გამოცდილებაში.

 

ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ის ლიდერობას განაპირობებს მისი მოხალისეები, ეს არის მისი ძირითადი წყარო და ძალა. ,,ჰერა XXI” ცდილობს დაიცვას და გააძლიეროს მოხალისეობა, როგორც მისი სტრუქტურის უპირველესი თავისებურება. მუდმივი მყარი ლიდერობის შესანარჩუნებლად, ,,ჰერა XXI” მხარს უჭერს სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური წევრების ჩართულობას, რათა მათ წვლილი შეიტანონ ასოციაციაში თავიანთი ქმედებებით და ჩართონ ახალგაზრდები და ქალები. ასოციაცია ,,ჰერა XXI” ცდილობს შეინარჩუნოს ფართო და მრავალფეროვანი წევრობა და გაზარდოს არსებული და ახალი მოხალისეების ხელმისაწვდომობა.

მოხალისეების მიღება ხდება ორგანიზაციის განვითარებასა და საკითხებში წვლილის შეტანისათვის მათი მზადყოფნის საფუძველზე.

 

მოხალისეებს წაახალისება უნდა განისაზღვროს მათი წვლილის მიხედვით  ,,ჰერა XXI-ში. ,,ჰერა XXI”-ს სურს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მიიღოს რამდენადაც შესაძლებელია ბევრი მოხალისე, შეინარჩუნოს მათი ენთუზიაზმი და სურვილი წვლილი შეიტანონ ,,ჰერა XXI”-ის საქმიანობაში

 

,,ჰერა XXI” მიზნად ისახავს მოხალისეობრივი მონაწილეობის გაფართოებას. მოხალისის წვლილი ყოველთვის მიიღება მხედველობაში. ,,ჰერა XXI”-ს განზრახული აქვს გაზარდოს ახალგაზრდობის ჩართულობა და ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მასალები, რათა მათ მაქსიმალური წვლილი შეიტანონ მდგომარეობის გაუმჯობესებაში საქართველოში.

 

გასათვალისწინებელი პუნქტები:

 

მოხალისეები მოტივირებული უნდა იყვნენ სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფით (დროული და სათანადო ინიციატივებით);

სრული ახალაგაზრდა წევრები მოტივირებული უნდა იყვნენ, რომ ჩაერთონ მარეგულირებელ ორგანოებში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;

უზრუნველყოფილი უნდა იქნას მრავალრიცხოვანი წევრების მიღება;

უზრუნველყოფილი უნდა იქნას თანამშრომლობა არსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ახალგაზრდების უკეთესი ჩართულობისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ახალგაზრდა მოხალისეთა ჩართულობა უზრუნველყოფს ლიდერების მომდევნო თაობის გაზრდას. ახალგაზრდა მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან სხვადასხვა პერსპექტივებით ზრდასრული მოხალისეებისაგან და პირიქით.

მოხალისეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიღების ძირითადი სტრატეგია: მათი უფლების უზრუნველყოფა, რომ მიჩნეული იქნან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის ჯგუფის თანაბარ წევრებად; იყვნენ მუდმივად ინფორმირებული, მიიღონ ორიენტაცია და ტრეინინგი მათზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების მიზნით; მიეცეთ მითითებები და მიმართულება; პატივცემულნი და აღიარებულნი იქნენ: გარკვეული ჰქონდეთ სამგზავრო ხარჯების ანაზღაურების პროცედურები.

ასოციაცია ჰერა XXI-სათვის ახალგაზრდა მოხალისეებთან მუშაობა, ჯილდოს სახით უნდა ჩაითვალოს. მათთან ურთიერთობები უნდა მოიცავდეს: ინდივიდუალურობის დაფასებას, გარკვეული იმედების დასახვას და გამართლებას, სწავლის ხელშეწყობას დევიზით- `მეუბნები და მავიწყდება, მასწავლი დ მამახსოვრდება, ჩამრთავ და ვსწავლობ” – (ბენჟამინ ფრანკლინი).

სტრატეგიის მიხედვით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო გარემოს შექმნას მოხალისეებისათვის, მათი უფლებამოსილებით აღჭურვას და პასუხისმგებლობების დაკისრებას, რაც მათგან მოითხოვს საიმედოობასა და გონივრულობას, დავალებების შესრულებას (რამდენადაც მათთვის ეს შესაძლებელია), კლიენტების კონფიდენციალურობის დაცვას, ასოციაციის მიმართ ლოიალურობას, მითითებებისა და კრიტიკის მიღებას, კარგი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებას ჯგუფის სხვა წევრებთან, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას.

მოხალისეობა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: ღირსება, პატივისცემა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანასწორობა, ანგარიშვალდებულება. მოხალისეობა ბრწყინვალედ მუშაობს პრაქტიკაში, ის ეფუძნება: კომუნიკაციას, ინიციატივებს, კადრების მიღებას და მართვას.