LiveZilla Live Chat Software
გახდი “ ჰერა XXI„-ს მოხალისე და შექმენი შენი მომავალი
22.02.2017
გახდი “ ჰერა XXI„-ს მოხალისე და შექმენი შენი მომავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI„ - პროექტ ,,ჯანმრთელი თაობის ფარგლებში” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდა მოხალისეების მიღებას. ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ის მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეგობრული სერვისის დანერგვას, განვითარებას და ახალგაზრდა მოხალისეების ჩართვას მის საქმიანობაში, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ახალგაზრდის მიმართ ხელს უწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. დღემდე არაერთ მოხალისეს დაეხმარა ორგანიზაცია კარიერულ წარმატებასა და წინსვლაში. რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა თუ ის გახდება ”ჰერა XXI"-ს მოხალისე? .ახალგაზრდებისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მაღალხარისხიანი განათლების მიღების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას .ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, მათ გაწევრიანებას საერთაშორისო ახალგაზრდულ ქსელებში .ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერებას: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თანასწორ-განმანთლებლობა, ტრენერთა უნარ-ჩვევები .ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას - ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში .ახალგაზრდების საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას .სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას. როგორც მოგეხსენებათ 2015 წელს საქართველო მთავრობამ დაამტკიცა კანონი მოხალისეობის შესახებ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისე" განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ვებ. გვერდზე: http://hera-youth.ge/index.php?m=41 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 14 28 53 ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.hera-youth.ge