LiveZilla Live Chat Software
ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე!
25.11.2016

იცით, თუ არა, რომ 2015 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სატელეფონო ნომერზე „112“ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გასცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია.

25 ნოემბერს, „ქალთა მოძრაობამ” ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს მსვლელობა გამართა, რომელსაც ასოციაცია „ჰერა XXI“ შეუერთდა.

მსველობის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი.