სტატიები

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]„ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი უჭირთ“ - რა უპირატესობა აქვს  „HERA XXI“ - ის დისტანციურ სერვისებს?   ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე მსოფლიოში არაერთი პრობლემა გადაჭრა. მოქალაქეებს ისეთ სერვისებზე გაუმარტივდათ ხელმისაწვდომობა, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ინოვაციების დანერგვის კუთხით, გამონაკლისი არც სამედიცინო სფეროა, სადაც ციფრული კომუნიკაცია დღითიდღე უფრო ეფექტური და ფართომასშტაბიანი ხდება. დისტანციური სერვისები განსაკუთრებით იმ დასახლებებისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც თავს ისეთი პრობლემები იჩენს, როგორებიცაა ინტერნეტთან ხელმიუწვდომელობა, ჯანდაცვის სერვისების შესახებ ნაკლები ინფორმაცია, სათანადო უნარების არცოდნა და...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უსაფრთხო სექსი, ჰიგიენა, აბორტის უფლება — სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, ამ თემებზე სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელია. როგორც წესი, აღნიშნულ თემებზე ინფორმაციას ბავშვობიდანვე — სკოლაში ჩვენთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელი ენით უნდა ვიღებდეთ, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ საკლასო ოთახებში სექსთან, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ტაბუდადებული თემაა. სამწუხაროდ, ბავშვებს ამ დანაკლისს ხშირად ვერც მშობლები უვსებენ, შედეგად კი ისინი არასრულ ან არასწორ ინფორმაციას იღებენ, რითაც საკუთარ...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]ფაქტები მენსტრუაციის შესახებ ყველა ჩემს მეგობარს დაეწყო მენსტრუალური ციკლი ჩემს გარდა. რამე მჭირს?! მენსტრუალური ციკლი შეიძლება დაიწყოს 8-დან 17 წლამდე ნებისმიერ ასაკში. ყველაზე ხშირად მენარქე(პირველი მესტრუალური ციკლი) იწყება 10-დან 14 წლამდე. თუმცა ეს ინდივიდუალურია, რადგან ყველა ადამიანი  განსხვავებულად ვითარდება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება დაორსულდეთ იქამდე, სანამ პირველი მენსტრუალური ციკლი გექნებათ. დაიწყო  მენსტრუალური ციკლი და არ ვიცი რა გავაკეთო ?! ნუ ღელავთ!ეს ყველა ქალისთვის ბიოლოგიური დამახასიათებელი მოვლენაა. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ ჰიგიენური საფენი ან ტამპონი. მათი ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქსა და სუპერმარკეტში. საშიშია თუ არა...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text] მენსტრუაცია მენსტრუაციის დაწყების საშუალო ასაკი 12 წელია, მაგრამ გოგონათა უმეტესობას 8-დან 17 წლამდე ეწყება. ყოველთვიურად ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა, რასაც ოვულაცია ეწოდება. იმ შემთხვევაში თუ არ ხდება სპერმით კვერცხუჯრედის განაყოფიერება იწყება მენსტრუაცია. პერიოდი, როგორც წესი გრძელდება სამიდან რვა დღემდე. მენსტრუაციული ციკლი მენსტრუაციული ციკლი იწყება იმ დღეს, როდესაც იწყება პერიოდი და გრძელდება იქამდე, სანამ განმეორებით არ დაიწყება მენსტრუაცია. მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ არის 28 დღე, მაგრამ შესაძლებელია მითითებულ პერიოდზე ხანგრძლივი ან მოკლე იყოს (21-35 დღე). როდესაც ადამიანები საუბრობენ  პერიოდზე-ისინი ჩვეულებრივ გულისხმობენ სისხლდენას, რომელიც მენსტრუალური...

წყალი მენოპაუზის დროს ბევრი ქალი განიცდის სიმშრალეს. ეს ცვლილება სავარაუდოდ ესტროგენის შემცირებით არის განპირობებული. დალიეთ 8-12 ჭიქა წყალი, რომ ეს სიმპტომი დაამარცხოთ. რაც უფრო მეტ წყალს დალევთ უფრო ნაკლებად დაიტანჯებით ღამით ოფლიანობისგან და წამოხურებისაგან. სისხლიანი გამონადენი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ამ დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, ასევე შეიძლება შემცირდეს საკმარისი წყლის დალევით. წყალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ წონის მომატება. დალიეთ წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ჩვევამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ ჭამის დროს მიიღოთ ნაკლები კალორია. წყალს ასევე შეუძლია  გააუმჯობესოს თქვენი მეტაბოლიზმიც. ნუ...

კონტრაცეფციის არაერთი მეთოდი არსებობს, რაც ზოგჯერ ქალებში დაბნეულობას იწვევს. ჩვენ გვსურს მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონტრაცეფციის თითოეული მეთოდის შესახებ. ამ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას  საინექციო კონტრაცეფციის შესახებ. ჩვენს კითხვებს პასუხობს  „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ლალი ფხალაძე. რა არის საინექციო კონტრაცეფცია? საინექციო კონტრაცეფცია მიეკუთვნება ჰორმონული კონტრაცეფციის ჯგუფს. მის შემადგენლობაში არის  ქალის ნატურალური ჰორმონების-ესტროგენის და პროგესტერონის სინთეზური ანალოგები.  შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ პოგესტერონს ან ესტროგენსა და პროგესტერონს ერთად. ამის მიხედვით მეთოდი იყოფა  ორ ჯგუფად-კომბინირებულ საინექციო კონტრაცეფცია და პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია.ამასთან,...

ბავშვის დაბადება ყველასთვის განსაკუთრებულ გრძნობას, აღტაცებას სიხარულსა და ბედნიერებას უიკავშირდება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახელით იცნობენ, ეს ბევრ ქალს გამოუცდია. ახალბედა დედები  ამაზე საუბარს ხშირად ერიდებიან, ზოგჯერ ვერც ხვდებიან რასთან აქვთ საქმე,  მაგრამ პრობლემის უგულვებელყოფამ შეიძლება უფრო გაამწვავოს მდგომარება. რა ვიცით მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე? როდისაა ეს მდგომარეობა საშიში? როგორია პრევენციის მექანიზმები და  როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? ამ კითხვებით ფსიქოლოგს ქალბატონ იზა კობიაშვილს მივმართეთ. ქალბატონო იზა რას მოიცავს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა ნიშნები ახასიათებს? ბავშვის ყოლა უდიდესი...

როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან? რას მოიცავს სარისკო ქცევა? წარმოვადგენ თუ არა რისკ ჯგუფს? როგორ მივხვდე რომ მაქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება? ამ კითხვებთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პასუხებს მეან-გინეკოლოგ დიანა ჭანუყვაძისგან მივიღებთ. ქალბატონო დიანა რას მოიცავს სარისკო ქცევა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კონტექსტში? პირველ რიგში განვმარტოთ რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ესაა ნებიმიერი ისეთი დავაავადება რომელიც გადადის სქესობრივი გზით ეს იქნება სპერმის საშუალებით, ვაგინალური გამონადენის ან სისხლის საშუალებით. ეს მოიცავს დაახლოებით 30 დაავადებას რომლებსაც იწვევენ ინფექცია, ვირუსი პარაზიტი. ყველაზე ხშირი...

მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივად აქტიურმა ადამიანებმა იცოდნენ რა სახის საფრთხეებს შეიძლება იმალებოდეს სიამოვნების მიღმა. ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში გვავიწყდება ხოლმე, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ დავიცვათ თავი მისგან, ან როგორ მოვიქცეთ თუ უკვე გაგიიჩნდათ ეჭვი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებასთან გქონდეთ საქმე. ამ საკითხზე ჩვენს კითხვებს  კლინიკა ,,მედისონის" მეან-გინეკოლოგი ქალბატონი თამარ ჭელიშვილი პასუხობს, რომელიც უფრო ზუსტად მოგვიყვება თუ რას ნშნავს სგგდ და რა ნიშნები ახასიათებს მას. ქალბატონო თამარ რა არის სქესობრივი გზით...

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პროცედურის შესახებ ?! 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი დაფიქსირდა.  ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იკლებს. ამის მიუხედავად, „აბორტი კვლავ წარმოადგენს ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდს და მისი სიხშირის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენების გაზრდით“  - ვკითხულობთ საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტარტეგიაში. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდებზე, პროცედურაზე, შესაძლო გართულებებსა და პოსტ-აბორტულ ზრუნვაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ გაგუა გვესაუბრება. რა არის აბორტი და...