სიახლეები

21-23 ივლისს, ასოციაცია ჰერა XXI-მ ბორდის, შტატის და მოხლისეების ჩართულობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, მდგრადი განვითარების სტრატეგიის განახლების მიზნით.

20 და 21 მაისს თბილისში თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგი იმ 13-მა ახალგაზრდამ გაიარა, ვინც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების მეშვეობით.

2017 წლის 15-16 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სრულფასოვანი სქესობრივი განათლების შესახებ

საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრისას ასოციაცია ”ჰერა XXI”-მ გოგონათა აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ასოციაციაში მოქმედ სერვისებზე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოხალისეებისა და ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას. 🔷 ღონისძიების მსვლელობისას ასოციაცია ”ჰერა XXI”-მ ფართო აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ასოციაციაში მოქმედ სერვისებსა და მოხალისეთა ჩართულობის კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე....

ღონისძიება გაიხსნა ორგანიზაციის წარდგენით და გაიმართა პრეზენტაციები მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.

გახდი “ ჰერა XXI„-ს მოხალისე და შექმენი შენი მომავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI„ – პროექტ ,,ჯანმრთელი თაობის ფარგლებში” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდა მოხალისეების მიღებას.

2016 წლის 20 დეკემბერს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ქ.ბორჯომში, “RIXOS,,-ში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ოჯახის დაგეგმვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა უფლებების რეალიზება“.

27 იანვარს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სოციალური მუშაობის სტუდენტები და სოციალური მუშაკები.

2017 წლის 27 იანვარს, გაიმართა კოალიცია ”რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის” წევრებისა და ექსპერტთა ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა.