კონკურსები

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს  მონაწილეთა შერჩევას ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის (TOT)! გახდი „ჰერა XXI“-ს თანასწორ განმანათლებელი! ვიწვევთ აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გახდნენ თანასწორ-განმანათლებლები. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/8gmKiy უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით? 🔹 ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ; 🔹 ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ; 🔹საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას; 🔹 ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ...

ასოციაცია ჰერა XXI იწვევს ახალგაზრდა აქტივისტებს ახალგაზრდული კამპანიის დასაგეგმავ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ასოციაცია ჰერა XXI მხარს უჭერს მოხალისეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის განვითარებას საქართველოში. ამ მიზნით, პროექტის “ძლიერი მოხალისეები” ფარგლებში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ჰერა XXI-ს ინიციატივით იგეგმება ახალგაზრდული კვირეული საქართველოს ექვს რეგიონში: თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და კახეთში.