Author: HERA

27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდული საზოგადოებრივი რესურსების გამოფენა. ღონისძიება ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი თბილისისა და რეგიონების 25 სკოლიდან. გამოფენას, სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს ესაუბრნენ ჯანსაღი კვების, სპორტული აქტივობების მნიშნელობის, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ ფიზიოლოგიური თუ ემოციური ცვლილებების შესახებ, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს გარდატეხის ასაკში. დაინტერესებულ მოსწავლეებს კი დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის...

ასოციაცია ჰერა ХХI-ს თანასწორ-განმანათლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ახალგაზრდების სწავლების პრინციპების პრაქტიკული მხარეების შესახებ და გაეძლიერებინათ მათი შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარების კუთხით. გარდა თეორიული ცოდნის გადაცემისა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ  აქტივობას და სიტუაციურ ამოცანას, რომლის მიზანი იყო მომავალი თანასწორ-განმანათლებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მოგეხსენებათ, ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებელთა გუნდს წელს 13 ახალი წევრი შეემატა, რომელთაც 27, 28 და 29 აპრილს „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებე. შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ-განმანათლებლები ყოველწლიურად ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს მათივე...

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს  მონაწილეთა შერჩევას კვლევის მეთოდლოგიური ტრენინგისთვის! გახდი „ჰერა XXI“-ს მკვლევართა ჯგუფის წევრი! ვიწვევთ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან რეპროდუქციული ჯანმრთელობით და სურთ მიიღონ მონაწილეობა კვლევებში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/SLAHkT უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (სოციოლოგია, სოციალური მუშაობა) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით? 🔹 შეისწავლის კვლევის მეთოდოლოგიურ ნაწილს; 🔹 შეისწავლის კვლევის დიზაინის შექმნას, მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას' 🔹 მკვლევარისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ თავად...

7 მარტს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა წეროვანში რამდენიმე, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩაატარა. მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია წეროვანის ამბულატორიულ ცენტრში, ორგანიზაციის რეპროდუქტოლოგთან უფასო კონსულტაციის შესაძლებლობამ, რომელიც განკუთვნილი იყო ფერტილური ასაკის ქალებისთვის. ადგილობრივებს კვალიფიციური სპეციალისტისგან შეეძლოთ კონსულტაციის მიღება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ოჯახის დაგეგმვის საშუალებებზე, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე და ა.შ.  

2017 წლის მიწურულს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ განმანათლებლებმა ჩაატარეს ტრენინგები მათივე თანატოლებისთვის – მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. 

● 4 რეგიონი,
● 8 თანასწორგანმანათლებელი,
● 22 ტრენინგი,
● ასობით გადამზადებული ახალგაზრდა!

„ჰერა XXI“-ის საგანმანათლებლო შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრებთან:
გასულ კვირას, მედიაციის სახლის მიწვევით, „ჰერა XXI“-მა ჩაატარა შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრ მოზარდებთან. შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის ასაკის გოგონების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთლობის საკითხებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დაეხმარება მათ ჯანსაღ აზროვნებაში და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

ასოციაცია ჰერა XXI-მ შექმნა ინოვაციური ვებ-გვერდი მშობლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, რათა მიაწოდონ შვილებს სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია.