Author: HERA

📎ასოციაიცა „ჰერა XXI“-მა აგვისტოს პირველივე დღეებიდან დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“ 📎კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები ჩატარდება, 12 აგვისტოს - ახლგარზდების საერთაშორისო დღეს კი შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდება, რომელიც 3 ქალაქში - თბილისში, ახალციხესა და ხობში - ერთდროულად გაიმართება. 📎სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, 3 აგვისტოს, „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლები ეწვივნენ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმსიაწვდომობაზე. განიხილეს ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდენი ინფეციები...

⚫აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ჩვენმა თანასწორ-განმანათლებლებმა (Tamar Maisuradze Mariam Nadiradze) საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები სამცხე-ჯავახეთში ჩაატარეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ახალგაზრდებმა გაიცნეს ორგანიზაცია და ჩვენი ახალგაზრდული აქტივობები, ისაუბრეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მის მნიშვნელობაზე, განიხილეს ოჯახის დაგეგმვის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის შესაძლებლობები. ⚫აქტივობა განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“...

4-5 აგვისტოს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით, თბილისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმი-გინეკოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, კონფერენციის - „თანამედროვე ტექნოლოგიები მეან-გინეკოლოგიაში“ ფარგლებში. 🔸ტრენინგის მსმენელებმა მიიღეს სერთიფიკატები და I ტიპის კრედიტ-ქულები. 🔸 საქართველოს ახალ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ხაზგასმითაა აღნიშნული რომ „ოჯახის დაგეგმვა არის ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური საშუალება.“ შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ოჯახის დაგემვის ხარისხიანი სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობაა, რომლის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლება. 🔸 ასოციაცია „ჰერა...

⭕ 3 აგვისტოს, ასოციაცია „ჰერა XXI-ის“ თანასწორ-განმამათლებლებმა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია. შეხვედრაზე ცენტრის წევრებს გავაცანით ორგანიზაციის საქმაინობა და მოხალისეობის შესაძლებლობები. ასევე, აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად - 13-16 წლის გოგონები - ვისაუბრეთ მოზარდობასა და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებებზე, სქესობრივი განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზოგადად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ⭕ გოგონების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ჰერა XXI“-ის მიერ შემუშავებულმა ელექტრონულმა სასწავლო-კურსმა თანასწორ განმანათლებლებისთვის (რომელიც განთავსებულია სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე Ehera.ge) და ჩვენმა ერთ-ერთმა სერვისმა - რეპროდუქტოლოგთან ონლაინ-კონსულტაციის შესაძლებლობამ. ⭕ აქტივობა განხორციელდა „ჰერა XX“-ის პამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე...

კამპანიის - „ახალგაზრდაზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე- შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა“ - ფარგლებში ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩატარდა ქ. ქუთაისის ახაგაზრულ ცენტრში. სესიას უძღვებოდა „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებელი Mariam Chakvetadze. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადრეულ ქორწინებასა და ქალთა უფლებებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში. ასევე, განიხილეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. ...

30-31 ივლისს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებსა და მოხალისეებს ჩაუტარდათ TOT-ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ტრენინგზე განხილული ძრითადი თემებია: მოზარდობა და მისი თანმდევი პროცესები; სქესი, გენდერი და მისი მახასიათებლები; რესპროდუქციული ჯანმრთელობა და სერვისები; ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის საშუალებები; უსაფრთხო აბორტის მეთოდები; განაყოფიერება და ორსულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ამ და სხვა თემების სიღრმისეული ანალიზის გარდა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ საინტერესო აქტივობას - სავარჯიშოსა თუ სიტუაციურ ამოცანას, რომელიც ეხმარებოდა მონაწილეებს საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. საბოლოოდ, ტრენინგის ორივე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერისთვის -...

27, 28 და 29 ივლისს, მშოდობის კორპუსის და ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, Self ბანაკის მომავალ ლიდერებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი. ტრენინგების მიზანი იყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეული გოგონების გადამზადება და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 🔴მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებთან ერთად, გოგონებს საინფორმაციო სესიები ჩაუტარეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯუფის წევრებმა. გარდა ორგანიზაციის, მისი ახალგაზრდულ-მეგობრული სერვისებისა და „ჰერა XXI“-ში მოხალისეობის შესაძლებლობებისა, მონაწილეებმა განიხილეს Self Camp-ის ძირითადი თემატური საკითხები: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის დაგეგმვა, სსგი და ა.შ. 🔵Self-ბანაკის...

გასულ კვირას ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა კიდევ ერთი შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფთან. შეხვედრა გაიმართა თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ოფისში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მომავალი მკვლევრებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობდა საველე სამუშაოების სიმულირებას.  ...

23 ივნისს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალ თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ კიდევ ერთი ტრენინგი. მეთოდოლოგიური ტრენინგების შემდეგ, დამწყებმა თანასწორ-განმანათლებლებმა მიიღეს კვალიფიციური და პროფესიონალური ინფორმაცია იმ თემებზე, რომლებზეც შემდგომ თავად ჩაატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს. კერძოდ, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში; ისაუბრეს რეპროდუქციული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; გაეცნენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას ამ მიმართულებით და ა.შ. ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები უკვე მზად არიან თავადვე ჩაატარონ ტრენინგები და მათი ცოდნა გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა...

ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციის სამუშაო თემატიკის შესაბამისად, იმუშავებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ კვლევებზე. ჯგუფი შედგება სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ჩაუტარდათ ოთხ დღიანი ტრენინგი თემაზე: შესავალი სოციალური კვლევის მეთოდებში, სადაც მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, საველე სამუშაოების სპეციფიკა, ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ და სხვა. ტრენინგები, გარდა თეორიული ნაწილისა, მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს - სიტუაციურ ამოცანებს, ჯგუფურ სამუშაოებს, დისკუსიებს და ა.შ....