Author: HERA

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]მასმედიის საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს აქვთ ძალიან დიდი როლი და გავლენა, საზოგადოებრივი აზრის, განწყობების ფორმირების პროცესში. საქართველოში,დღეს ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის გავრცელების ერთერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა და მაღალი დაფარვიანობით ხასიათდება. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტელევიზორი ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 2018 წელს, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის[i] მიხედვით, მოსახლეობის 72 % ინფორმაციაის მიღების პირველ წყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს. ამიტომ მოქალაქეების ნაწილი ხშირ შემთხვევაში ისე აღიქვამს  სინამდვილეს როგორც ეს  ტელევიზორიოდან მოჩანს. მედია კი, როგორც მოსახლეობის განმანათლებელი,განმავითარებელი,ობიექტური, ინფორმირებული არჩევანის  მხარდამჭერი, ხშირად ვერ  ასრულებს მის ამ...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]30-31 მარტს, ფაბრიკა თბილისში, ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ორგანიზებით ჩატარდა TOT ტრენინგი მომავალი თანასწორგანმანათლებლებისთვის. ღონისძიების მიზანია შერჩეული თანასწორგანმანათლებლებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში ტრენერული უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგზე განხილული ძრითადი თემებია: მოზარდობა და მისი თანმდევი პროცესები; სქესი, გენდერი და მისი მახასიათებლები; რესპროდუქციული ჯანმრთელობა და სერვისები; ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის საშუალებები; უსაფრთხო აბორტის მეთოდები; განაყოფიერება და ორსულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ტრენინგში მონაწილეობა 13-მა ახალგაზრდამ მიიღო, მათ შორის იყვნენ ღია კონკურსის წესით შერჩეული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ტრენინგმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს...

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს  მონაწილეთა შერჩევას ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის (TOT) გახდი „ჰერა XXI“-ს თანასწორ განმანათლებელი! ვიწვევთ აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გახდნენ თანასწორ-განმანათლებლები. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdMCUea_Mz7bGUT-vWBaWk3wNNHbb2mp0NhsQdczC44ydqacA/viewform უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით? ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ; ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ; საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას; ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგის...

#ადამიანის_უფლებათა_საერთაშორისო_დღე #international_day_of_human_rights 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა/დისკუსია სახელწოდებით „გენდერულად სენსიტიური მიდგომა ჯანმთელობის მომსახურების სფეროში.“ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებებრივ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის ნაწილში, რომელიც საკმაოდ აქტიური და ინტერაქციული იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განიხილეს ცოცხალი ისტორიები ქალთა ძალადობრივი გამოცდილებების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა „ჰერა ოცდაერთის“ მოწვეული ტრენერი იურიდიულ საკითხებში მარი ჯობავა. ღონისძიებას ესწრებოდა ორგანიზაციის დირექტორი ნინო წილეისკირი. აქტივობა განხორციელდა ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ ინიციატივითა და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების (SIS) მხარდაჭერით. #hearmetoo #HERAXXI ...

➡️ წელს მსოფლიო 70-ედ აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. 1948 წლიდან მოყოლებული, 10 დეკემბერის აღნიშნვა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების - თანასწორობისა და სამართლიანობის - პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ➡️ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წლევანდელი მესიჯი, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით არის - ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა (#HEALTH_IS_A_HUMAN_RIGHT)! ➡️ ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ ყოველწლიურად უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების რეალიზება, ადვოკატირება და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. გთავაზობთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების იმ...

5 დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“ თბილისის მერიის ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია - „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი ნაშრომები შემდეგ თემებზე: • სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისთვის საქართველოში; • ნაადრევი ქორწინება და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მოზარდის ორსულობასთან დაკავშირებული რისკები და პრევენცია; • ადრეული ქორწინება. როგორც ბარიერი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის; • ადრეული ქორწინების სოციო-კულტურული შედეგები. გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდნენ მედიცინის მეცნიერებათა...

📣#hearmetoo #ფინანსურიდამოკიდებულებაქალსართმევსარჩეავანისუფლებას ⬇️ #მეცმომისმინე 🔸25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, 10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა საერთაშრისო დღე, ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიო გოგონათა და ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ერთვება, 16 დღიანი აქტოვობები მიმართულია საზოგადოების კულტურის შეცვლისკენ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ახდენს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგროვდა ქალთა ისტორიები ძალადობრივი გამოცდილებების შესახებ. მარიტა, 27 წლის, თბილისი ⬇️ აბორტი პირველად 21 წლის ასაკში გავიკეთე. ახალი ნამშობიარები ვიყავი რომ დავორსულდი და თან ეს საკმაოდ გვიან გავიგე. ოჯახმა გადაწყვიტა რომ აბორტი გამეკეთებინა, დედამთილ-მამამთილზე ვიყავი...

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ ერთ თვეზე მეტია ატარებს საგანმანათლებლო კამპანიას მოწყვალდი ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერების მიზნით. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ გადამზადებული სოციალური მუშაკები ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს სხვადასხვა საჭირობების მქონე მოზარდებთან/ახალგაზრდებთან და უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებულობას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში, ასოციაცია "ჰერა ოცდაერთი"-ს სტრატეგიული მიმართულებებია: ოჯახის დაგეგმვა, უსაფრთხო აბორტის მაღალხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. აღნიშნული მიმართულებით მიზნების მიღწევისთვის ასოციაცია "ჰერა ოცდაერთი" თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების (იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი) სამედიცინო პარტნიორ კლინიკების მუშაობას, რათა მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებს) ხელმისაწვდომი გახდეს მაღახარისხიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები. გარდა ამისა, ასოციაცია თანამშრომლობს: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან- რეპროდუქციული ჯანმრთლობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, უწყვეტი სამედიცინო...

საერთაშორისო ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის ვეროპის ქსელის (IPPF EN) პრეზიდენტი, ბ-ნი გაბრიელ ბიანჩი ასოციაცია "ჰერა ოცდაერთ"-ს საქმიანი ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ასოციაციის წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტში დაესწრო, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონიძიებას. ღონიძიების დამთავრების შემდეგ გაესაუბრა ბენეფიციარებს მათი საჭიროებების უკეთ გაგების მიზნით. ვიზიტის დროს შეხვდა ასოციაციის პარტნიორ ორგანიზაციებს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში....