Author: HERA

როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან? რას მოიცავს სარისკო ქცევა? წარმოვადგენ თუ არა რისკ ჯგუფს? როგორ მივხვდე რომ მაქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება? ამ კითხვებთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პასუხებს მეან-გინეკოლოგ დიანა ჭანუყვაძისგან მივიღებთ. ქალბატონო დიანა რას მოიცავს სარისკო ქცევა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კონტექსტში? პირველ რიგში განვმარტოთ რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ესაა ნებიმიერი ისეთი დავაავადება რომელიც გადადის სქესობრივი გზით ეს იქნება სპერმის საშუალებით, ვაგინალური გამონადენის ან სისხლის საშუალებით. ეს მოიცავს დაახლოებით 30 დაავადებას რომლებსაც იწვევენ ინფექცია, ვირუსი პარაზიტი. ყველაზე ხშირი...

მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივად აქტიურმა ადამიანებმა იცოდნენ რა სახის საფრთხეებს შეიძლება იმალებოდეს სიამოვნების მიღმა. ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში გვავიწყდება ხოლმე, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ დავიცვათ თავი მისგან, ან როგორ მოვიქცეთ თუ უკვე გაგიიჩნდათ ეჭვი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებასთან გქონდეთ საქმე. ამ საკითხზე ჩვენს კითხვებს  კლინიკა ,,მედისონის" მეან-გინეკოლოგი ქალბატონი თამარ ჭელიშვილი პასუხობს, რომელიც უფრო ზუსტად მოგვიყვება თუ რას ნშნავს სგგდ და რა ნიშნები ახასიათებს მას. ქალბატონო თამარ რა არის სქესობრივი გზით...

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პროცედურის შესახებ ?! 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი დაფიქსირდა.  ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იკლებს. ამის მიუხედავად, „აბორტი კვლავ წარმოადგენს ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდს და მისი სიხშირის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენების გაზრდით“  - ვკითხულობთ საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტარტეგიაში. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდებზე, პროცედურაზე, შესაძლო გართულებებსა და პოსტ-აბორტულ ზრუნვაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ გაგუა გვესაუბრება. რა არის აბორტი და...

სექსი მშობიარობის შემდგომ „სექსი, გარდა იმისა რომ მას მოსდევს გამრავლების პროცესი, არის ძალიან სერიოზული რამ, რაზეც დამოკიდებულია ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, გუნება-განწყობა, ცხოვრების ხარიხსი. ანუ, ეს არის სფერო, რომელიც უნდა იყოს მოგვარებული რომ ვიცხოვროთ ბედნიერად“ - გვიხსნის მაკა გეგეჭკორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. მას კითხვები ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით დავუსვით. ქ-ნო მაკა, პირველ რიგში გკითავთ, ორსულობის შემდეგ რამდენ ხანშია შესაძლებელი სექსუალური ცხოვრების განახლება? სანამ სამედიცინო შეფასებაზე გადავალ, მოგიყვებით ამბავს, რომელიც გაგებული მაქვს ერთ-ერთი...

ორსულობის ადრეულ ნიშნებზე, ორსულობის ტესტებსა და მათი გამოყენების წესებზე ჩვენს კითხვებს პასუხობს ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი. ქ-ნო მაკა, რა პირველადი ნიშნებით ხასიათება ორსულობას? რა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი ორსულობაზე? ორსულობის ერთ-ერთი პირველი და მნიშნელოვანი ნიშანი იმ ქალებში, ვისაც რეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვთ, არის მენსტრუაციის შეწყვეტა. არ მოვიდა მენსტრუაცია ჩვეულ დროს? - ვისაც ორსულობა უნდა სიხარულისგან ცას ეწევა, ვისაც არ უნდა და ისე არ დაიცვა თავი, როგორც საჭიროა - შიშისგან აღარ არის. ეს არის...

დღესდღეობით, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად ქალები საკმაოდ აქტიურად მიმართავენ ჰორმონალურ კონტრაცეფციულ საშუალებებს. ქართულ ბაზარზე მათი საკმაოდ ფართო არჩევანია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია სწორად შევარჩიოთ ჩვენს ორგანიზმსა და საჭიროებებზე მორგებული საშუალება. ჰორმონალურ კონტრაცეფციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მისი გამოყენება არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობა, წონის ცვლილებები, უშვილობაც კი ...

„სექსი ისეთი რამეა, რაშიც ყველაზე რთულია რაიმე ნორმატივის დადგენა. ბუნებრივია მასზე ძალიან ბევრნაირი მითი არსებობს.“ - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა გეგეჭკორი, რომლესაც კითხვები ორსულობის პერიოდში სექსის შესახებ დავუსვით. ქ-ნო მაკა, სანამ თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად მოვიდოდი, მცირე გამოკითხვა ჩავატარე ამ თემაზე რეპროდუქცული ასაკის ქალებში და მოვისმინე ბევრი განსხვავებული, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება. გავრცელებულია მოსაზრება რომ ქალმა თავი უნდა შეიკავოს სექსისგან ორსულობის პირველ თვეებში, სხვა მოსაზრების მიხედვით პირიქით, ბოლო თვეებშია...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]📚🤝ასოციაცია ჰერა-XXI- სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის(SEU) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სალექციო კურსი "სენსიტიური თემების გაშუქება მედიაში". 🎯 კურსის მიზანს წარმოადგენდა მომავალი პროფესიონალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი როლის გააზრება ისეთი სენსიტიური და კომპლექსური საკითხების გაშუქებისას, რომელსაც ეს სფერო აერთიანებს. 👩‍🏫 კურსი ოთხი სალექციო შეხვედრისგან შედგებოდა,რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტიკის და მომიჯნავე მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა და გაეუმჯობესებინად მათი პრაქტიკული უნარჩვევები. 📊📈📋კურსის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავდა საკონკურსო ნაშრომის მომზადებას სენსიტიური რეპორტინგის ტექნიკების...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]15 მაისს, სასტუმრო ბილტომორში ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მიერ ჩატარაებული კვლევის “უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების” პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 7 რეგიონში სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა 91 ქალი. მსგავსი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა, არა მხოლოდ უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შეგროვება, არამედ რესპონდენტი ქალების სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური სირთულეები გამოვლენა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტოა, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს 7 რეგიონიში შეგროვდა სერვისით მოსარგებლე ქალების პირადი,...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]ასოციაცია “ჰერა XXI” ეხმიანება სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება და აღნიშანვს, რომ ეს წინგადადგმული და პოზიტიური ნაბიჯია. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში. სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება, საქართველოშიც აქტუალური...