ქალბატონო ლეილა გვითხარით თქვენი და თქვენი მუინიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ?

მე ვარ ლეილა ბენდელიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მენეჯერი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაცია “ჰერა XXI”-ს სემინარის ჩატარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ასევე გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხებზე არავინ საუბრობს როგორც ქართულენოვან მოსახლეობაში, ასევე ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. განსაკუთრებით რთულია გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი სოფლებში. ამიტომ, მსგავსი ღონისძიებებით ჩვენი გაძლიერება აუცილებელი, დროული და ძალიან საჭიროა.

როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად?

ვთვლი, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები ტაბუირებული თემაა როგორც გარდაბანში, ასევე მთელს საქართველოში. მე, როგორც ქალთა ოთახის მენეჯერი, წლებია ვცდილობ მივაწოდო გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ქალთა ოთახი მუდმივად ატარებს საინფორმაციო სესიებს და ცდილობს გაზარდოს ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის სერვისებზე. ამისთვის, ქალთა ოთახი ხშირად ატარებს უფასო ტესტირებებსა და გამოკვლევებს. ამ ტიპის საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისთვის, რადგან ხშირად სოფლად მცხოვრები ქალებისთვის რეპროდუქციული თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობის სერვისები რთულად ხელმისაწვდომია.

იმისათვის, რომ ქალთა ოთახმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ შეასრულოს მოვალეობები საჭიროა რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებობდეს შესაბამისი თანხები. თუ ეს არ იქნება,გენდერული თანასწორობის  და ხელშემწყობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების გაძლიერება რთული იქნება. „  – ამბობს ქალბატონიი ლეილა ჩვენთან საუბრისას.