სემინარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების შესახებ

📌 29 ივლისს, სასტუმრო „მოქსიში“, ასოციაცია „ჰერა XXI”-ს ორგანიზებით,ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების შესახებ .
👥📚სემინარში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების – მარნეულის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, რუსთავის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების და ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

🎯სემინარი მიზნად ისახავდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების მხარდაჭერის გაძლიერებას და ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრას გენდერული თანასწორობისთვის, აგილობრივი ხელისუფლების დონეზე.

👥📝მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საჭიროებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით, გაუზიარეს ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები. იმსჯელეს აღნიშნული საკითხების მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებში ინტეგრირების შესაძლებლობებზე.