30-31 მარტს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებსა და მოხალისეებს ჩაუტარდათ TOT-ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

30-31 მარტს, ფაბრიკა თბილისში, ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ორგანიზებით ჩატარდა TOT ტრენინგი მომავალი თანასწორგანმანათლებლებისთვის.

ღონისძიების მიზანია შერჩეული თანასწორგანმანათლებლებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში ტრენერული უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგზე განხილული ძრითადი თემებია: მოზარდობა და მისი თანმდევი პროცესები; სქესი, გენდერი და მისი მახასიათებლები; რესპროდუქციული ჯანმრთელობა და სერვისები; ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის საშუალებები; უსაფრთხო აბორტის მეთოდები; განაყოფიერება და ორსულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ.

ტრენინგში მონაწილეობა 13-მა ახალგაზრდამ მიიღო, მათ შორის იყვნენ ღია კონკურსის წესით შერჩეული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ტრენინგმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი და მზაობა, რაც შეიძლება მეტი და კვალიფიციური ინფრმაცია მიიღონ რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

ასოციაცია „ჰერა XXI”-ამ, საქმიანობის 20 წლის მაძილზე, 650-ზე მეტი თანასწორგანმანათლებელი დაატრენინგა.