„ჰერა XXI“-ის სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება დამწყები ჟურნალისტებისათვის, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

23 დეკემბერს გაიმართა დამწყები ჟურნალისტებისათვის „ჰერა XXI“-ის მიერ ორგანიზებული ერთთვიანი სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება. კურსი მიზნად ისახავდა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ინფორმირებას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, რათა მომავალი პროფესიული საქმიანობისას, მათ უკეთ შეეძლოთ, მოამზადონ საინტერესო და მაღალკვალიფიციური ჟურნალისტური პროდუქტები აღნიშნულ თემებზე.

შეხვედრა დისკუსიისა და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ახალგაზრდები საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით მსჯელობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ჩვენს საზოგადოებაში. ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა აუდიტორიას გააცნეს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების არსი, მიმოიხილეს საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტები, ორგანიზაციის საქმიანობა, ჩვენი სერვისები და პროექტები. ტრენინგებს უძღვებოდნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები. დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მადლობას ვუხდით ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესდნენ „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს მოხალისეთა გუნდს. ასოციაცია ღიაა ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს და დაინტერესებულია და/ან სურს მეტი გაიგოს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.