ასმა – ფილმის ჩვენება და დისკუსია

1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით მზიურის კაფეში გაიმართა ფილმის – „ასმა“ – ჩვენება.

ემოციებით დატვირთულმა ფილმმა, რომლის სიუჟეტი დრამატულად მოგვითხრობს აივ-დადებითი ქალის ისტორიას მაყურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია იმ პრობლემებსა და სტიგმაზე, რომლებიც აწუხებთ აივ ინფექცია/შიდსის მატარებელ ადამიანებს და ქვეყანაში შიდსის პრევენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.