ჯანსაღი ცხოვრების დღე

4 ნოემბერს, ასოციაცია “ჰერა ХХI” შეუერთდა კამპანიას „ჯანსაღი ცხოვრების დღე“, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

ღონისძიება გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ “ჰელფინგ ჰენდ”-თან პარტნიორობით.
ასოციაცია “ჰერა ХХI” ყოველთვის უჭერს მხარს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი ცნობიერების ამაღლებას.
#ახალგაზრდები არიან ჩვენი უდიდესი ფასეულობა და ძალა ცვლილებებისა უკეთესი მომავლისკენ სავალ გზაზე.