საერთაშორისო პარტნიორული შეხვედრა

28 სექტემბერს ასოციაცია „ჰერა XXI“ -ის ინიციატივით თბილისი მერიოტში გაიმართა საერთაშორისო პარტნიორული შეხვედრა ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების საკითხებზე,

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სქესობრივი განათლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ასოციაცია ჰერა XXI-ის საერთაშორისო პარტნიორებმა დანიის ოჯახის დაგეგმვის ფედერაციამ და უკრაინის ქალთა ჯანმრთელობის ფონდმა,

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდა აქტივისტები.

შეხვედრა შედგა პროექტის, „პარტნიორობის განვითარება ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლებისთვის საქართველოში“-ის ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია ”ჰერა-XXI” 2017 წლიდან ახორციელებს.