საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ბანაკი GLOW

დღეს, 18 აგვისტოს, ასოციაცია ჰერა XXI-ს თანამშრომლებმა მშვიდობის კორპუსის მიწვევით ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ბანაკი GLOW-ს მონაწილეებთან. ღონისძიებას ბანაკის მონაწილე 50 გოგონა ესწრებოდა.

შეხვედრაზე ასოციაცის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გოგონების გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ასევე, მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ბანაკის მონაწილე გოგონები გაეცნენ ‘ჰერა XXI’-ს ახალგაზრდულ მეგობრულ სერვისებს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ახალგაზრდებისთვის მის მნიშვნელობაზე.