ასოციაცია ჰერა XXI-სა და მშვიდობის კორპუსის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ “SELF” ბანაკებში გამართული ღონისძიებები

2017 წლის აგვისტოში ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ-განმანათლებლები ჩართულნი იყვნენ ჩვენი ორგანიზაციისა და მშვიდობის კორპუსის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ “SELF” ბანაკებში გამართულ ღონისძიებებში.

ჩვენმა მოხალისეებმა, როგორც ლიდერებმა, ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები ბანაკის მონაწილე გოგონებისთვის. ესაუბრნენ და ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა გარდატეხის ასაკი და ადამიანის რეპროდუქციული სისტემა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინება, სქესი და გენდერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ.
გარდა ამისა, ასოციაციის თანასწორ-განმანათლებლებმა მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციაში მოქმედი ახალგაზრდულ-მეგობრულ სერვისებსი, ესაუბრნენ მოხალისეობის მნიშვნელობაზე და “ჰერა XXI”-ში მოხალისეობის შესაძლებლობებზე.
“SELF” ბანაკი მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდა
გოგონების გაძლიერებას, მათ ინფორმირებას ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის, სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი საზაფხულო ბანაკი SELF West (10-15 აგვისტო, ურეკი) და SELF East (18-22 აგვისტო, რუსთავი). ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 13-17 წლის 40-ზე მეტმა გოგონამ მთელი საქართველოს მასშტაბით.