ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „სწავლების მეთოდოლოგია“.

ტრენინგის მიზანი იყო თანასწორ-განმანათლებლების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორცაა: სწავლების ძირითადი პრინციპები, სწავლების სტილის იდენტიფიცირება, ტრენინგ მეთოდები, მონაწილეთათვის დავალებების მომზადება, დღის წესრიგის მომზადება, ტრენინგის შეფასება და შედეგის გაზომვა.

ასოციაცია ჰერა ХХI-ს თანასწორ-განმანათლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ახალგაზრდების სწავლების პრინციპების პრაქტიკული მხარეების შესახებ და გაეძლიერებინათ მათი შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის ტრენინგის ჩატარების კუთხით.

🔸 მოგეხსენებათ, ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებელთა გუნდს წელს 12 ახალი წევრი შეემატა, რომელთაც 20,21 მაისს ჩაუტარდათ თანასწორ -განმანათლებელთა ტრენიგი სქესობრივ და რეპროდუქციული ჯანმრთლობისა და უფლებების საკითხებზე, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგების მეშვეობით.