”ჰერა XXI”-მა სოციალური მუშკებისთვის პრეზენტაცია გამართა

27 იანვარს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სოციალური მუშაობის სტუდენტები და სოციალური მუშაკები

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხში შვედეთის გამოცდილებას და სოციალური მუშაკების როლს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფთან მუშაობისას. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, თუ რა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და გენდერული ფაქტორები ახდენს გავლენას სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. რატომ ჩადიან ადამიანები სარისკო ქცევას მაშინ, როდესაც საკმარისი ცოდნა და ხელმისაწვდომობა გააჩნიათ უსაფრთხო სექსუალურ ცხოვრებაზე. როგორია სოციალური მუშაკების როლი საზიანო დამოკიდებულებებსა და პრაქტიკასთან შეხებისას.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ასოციაცია “HERA XXI”-თან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.