19 აპრილს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-მა გამართა შეხვედრა მოხალისეებთან, რომლებიც ჩაერთვებიან ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში.

ღონისძიება გაიხსნა ორგანიზაციის წარდგენით და გაიმართა პრეზენტაციები მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია სადაც ორივე მხარემ ისაუბრა საკუთარ მოლოდინებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე მოეწყო მოხალისეობის თემაზე ასოციაცია ”ჰერა XXI”-ს მიერ გადაღებული ვიდეოკლიპის ჩვენება.
ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ის მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეგობრული სერვისის დანერგვას, განვითარებას და ახალგაზრდა მოხალისეების ჩართვას მის საქმიანობაში, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ახალგაზრდის მიმართ ხელს უწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.