1 დეკემბერს, ქუთაისში, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე აქცია გაიმართა

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

საერთაშორისო დღის ფარგლებში ქუთაისში დაგეგმილი იყო უფასო კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე, საზოგადოებრივი მსველობა და ფილმის ჩვენება/დისკუსია.

ღონისძიებები მიზნად ისახავდა აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირებას და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ასოციაცია „ჰერა XXI“, ჯგუფი PAPA, ”თანადგომას” ქუთაისის ოფისი, “ახალი გზა”, ”განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი” და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა.