ექიმის კონსულტაცია

ექიმი-რეპროდუქტოლოგის ონლაინ კონსულტირება

ასოციაცია  ”ჰერა ოცდაერთი” გთავაზობთ ექიმი-რეპროდუქტოლოგის უფასო, ანონიმურ ონლაინ კონსულტირებას ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისად.

თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტირება თქვენთვის მნიშვნელოვან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, მათ შორის კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებეზე.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ეს მისცემთ მათ საშუალებას მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება და შეძლონ საკუთარი და სხვების (პარტნიორების) ჯანმრთელობის დაცვა.

➡ ონლაინ კონსულტირების მისაღებად მოგვწერეთ:

https://heraxxi.my3cx.eu:5001/callus/#chat