”გენდერული საბჭოების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე”

28 ივლისს, ქ.ბათუმში, ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ორგანიზებითა და მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე “გენდერული საბჭოების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე”

ტრენინგს ესწრებოდნენ აჭარისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლები, საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები და აჭარისა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები .

მონაწილეებმა ტრენინგზე განიხილეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა როგორც გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სტრატეგია და ამ სტრატეგიის ინტეგრირების გზები ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებში. მიმოიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით, მიღწევები . იმსჯელეს სამომავლო რეკომენდაციებზე.

ტრენინგი ჩატარდა ასოციაცია ‘ჰერა XXI-ს’ პროექტის – ‘რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ქალის არჩევანია’ – ფარგლებში. პროექტის მიზანია ყველა ქალს ჰქონდეს თავისუფალი, ინფორმირებული არცევანის შესაძლერბლობა და ხელი მიუწვდებოდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაღალხარისხიან სერვისებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანმრთელი, განათლებული, რეალიზებული ქალის როლი უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი, გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

ასოციაცია ჰერა -XXI მადლობას უხიდს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის სამსახურს, აჭარის უმაღლეს საბჭოს და სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.